ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
თითქმის სამთვიანი საინფორმაციო პაუზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთბაშად გაააქტიურა საზოგადოებასთან მუშაობა და განვლილ კვირაში ჯარიც შეუდარებლად დიდი დოზით ჩანდა ტელეეკრანზე... ვითარებას სამხედრო უწყებისა და მედიის ურთიერთობაში გაუმჯობესების სიმპტომები დაეტყო.
სულ მიკვირდა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის თემაზე ანეკდოტი არ არსებობდა. თუმცა გურულებმა ყველას დაასწრეს და ანგარიში გახსნეს.
მოლდაველი ამომრჩეველი 28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცდება ბოლო მოუღოს პოლიტიკურ კრიზისსა და გაურკვევლობას, რომელიც ქვეყანაში თითქმის ორი წელია გრძელდება. მოლდავეთში ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატოს ლისაბონის სამიტის დასრულების შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკას ესტუმრა და განვლილი სამიტის შედეგებზე ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
23 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ტრიბუნაზე კარგად მომზადებული სიტყვით წარდგა. ნახევარსაათიან მოხსენებაში საქართველოს პრეზიდენტმა ჩატია „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვლილი 7-წლიანი ისტორიის მიმოხილვა.
ნატოს ლისაბონის განვლილ სამიტზე საქართველო შეაქეს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. თუმცა საქართველო, როგორც გაირკვა, გაღებული კონტრიბუციით არ შემოიფარგლება და მზადაა, უფრო ღრმად ითანამშრომლოს ნატოს სარდლობასთან.
ლისაბონის ნატოს სამიტი საქართველოსათვის ორი მომენტის გამო აღმოჩნდა განსაკუთრებით გამორჩეული. ლისაბონში გაიმართა შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კვლავ დადასტურდა ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში.
ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, გრიგოლ მგალობლიშვილი, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს ლისაბონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაზე.
ზოგიერთი ანალიტიკოსი სუბიექტების გამსხვილებას აუცილებლად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ქვეყნის რუკის შეცვლა შესაძლოა იყოს წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეეცდება დაუმტკიცოს ამომრჩეველს, რომ ქვეყანა რაღაც ნათელისა და დიადისაკენ ისწრაფვის.
ნატოს ლისაბონის სამიტზე ევროატლანტიკური ალიანსი 21-ე საუკუნისათვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციის მიღებას აპირებს. უეჭველია, რომ სტრატეგიული დოკუმენტი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ზოგიერთები უწოდებენ, დანაწევრებული ევროპისათვის.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ირლანდიის საბანკო სექტორის ფინანსური დახმარების გეგმას შეიმუშავებენ. მანამდე კი ირლანდიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მისია გაემგზავრება. თავად ირლანდია კი აცხადებს, რომ ქვეყანა გარედან დახმარებას არ საჭიროებს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დეოკუპაციის, დემოკრატიული რეფორმებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის პლენარული სხდომა 16 ნოემბერს გაიმართა ვარშავაში.
ტაილანდის მთავრობის გადაწყვეტილებით, იარაღის დილერობაში ეჭვმიტანილი ვიქტორ ბუტი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ექსტრადირებულ იქნა შეერთებულ შტატებში. ტაილანდის ამ ნაბიჯმა გააღიზიანა რუსეთი, რომელსაც ბუტის საქმის გამო დიპლომატიური დაპირისპირება ჰქონდა აშშ-სთან.
ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში სამიტისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რასმუსენის თქმით, ლისაბონის სამიტი უმნიშვნელოვანესი იქნება ნატოს ისტორიაში. სამიტი გააძლიერებს ალიანსის საფუძვლებს.
მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის, მემუარულ წიგნს - „გადაწყვეტილებების დრო“. ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ არ აპირებს ერაყში ომის დაწყების გამო ბოდიში მოიხადოს.
საქართველოს პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა. მთავრობა აცხადებს, რომ მომავალ წელს შემცირდება საბიუჯეტო დეფიციტი და გაიზრდება შემოსავლებიც. თუმცა ხელისუფლება არც მომავალ წელს აპირებს დამატებითი ვალდებულებების აღებას.
როდესაც ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად ნიშნავდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არმიას მკაცრი ხელი სჭირდებაო. უმაღლეს მთავარსარდალს არ უთქვამს, რომ ამ მკაცრ ხელს აუცილებლად ხელკეტიც უნდა სჭეროდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდონეზიაში განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა შეერთებული შტატებისა და მუსლიმანური სამყაროს თანამშრომლობის შემდგომი გაუმჯობესება.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში საკმაოდ მძიმე სურათს წარმოადგენს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის. ანგარიშის თანახმად, წევრობის კანდიდატი ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ხორვატიას აქვს რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში ევროპის ბლოკის წევრი გახდეს.
საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსლის გამოაშკარავებამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს არმიის იმიჯს. კონტრდაზვერვის თანახმად, რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობის, სამხედრო-საჰაერო ძალების 6 წარმომადგენელიც აღმოჩნდა.
ჩამოტვირთე მეტი