ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
6 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. ბუნებრივის მსგავსი რთული ქიმიური ნაერთების შექმნის მეთოდის აღმოჩენისათვის 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი და იაპონელი მეცნიერები.
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მომავალ არჩევნებში გამარჯვებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. ლონდონში მყოფმა მუშარაფმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე რადიო თავისუფლებას სატელეფონო ინტერვიუში უამბო.
„თავდაცვის უწყებისგან ინფორმაციის გაუვრცელებლობა და ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული დუმილი სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ასაზრდოებს“, - ნთქვამია საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებამ მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების მორიგი მსხვერპლის გამო, თუმცა თბილისის მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ქართული მისია ავღანეთში გაგრძელდეს უცვლელად საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე.
29 სექტემბერს ამერიკელმა კანონმდებლებმა მოამზადეს პროექტი, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სავიზო და ეკონომიკური სანქციების გატარებას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოხელეთა მიმართ, რომლებიც სერგეი მაგნიტსკის გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდნენ.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამხურებმა ფარდა ახადეს გეგმას, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტულ თავდასხმებს ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.
თანამდებობიდან გადაყენებული მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პირობას დებს, რომ კანონიერი მეთოდებით დაუპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს, რომელსაც რეპრესიის ატმოსფეროსა და შიშის დანერგვაში სდებს ბრალს.
სამშაბათს დასრულდა იური ლუჟკოვის 18 წლიანი მოღვაწეობა მოსკოვის მერის პოსტზე. „ჩაუძირავი“ მერის გადაყენების ბრძანებულებას ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ „მერმა მისი ნდობა დაკარგა.ზოგნი არ გამორიცხავენ, რომ ლუჟკოვმა გაუძლოს კრემლის გულისწყრომას და კვლავ დიდ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
„მარცხი არ არის დაცემა. მარცხი ისაა, როდესაც ისე დაეცემი, რომ ფეხზე წამოდგომას ვეღარ შეძლებ,“- რიჩარდ ნიქსონის ეს სიტყვები მახსენდება ყოველთვის, როცა სოხუმის დაცემაზე ვფიქრობ.
ნატოს და ავღანეთის არმიის დანაყოფებმა რკალი შეკრეს და აძლიერებენ შეტევას თალიბ მეამბოხეებზე ავღანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაარზე, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია.
5 სექტემბერს ავღანეთში ქართველი ოფიცრის დაღუპვას, როგორც მოსალოდნელიც იყო, მოჰყვა დისკუსია იმაზე, თუ რამდენად კარგად არის მომზადებული მეამბოხეებთან საბრძოლველად მსოფლიოს ყველაზე „ცხელ წერტილში“ მყოფი ქართული ბატალიონი.
22-23 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქმა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა საქართველოს დღეებს პრაღაში. მრავალფეროვანი ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პრაღის მერიის ხელშეწყობით პირველად ჩატარდა.
სექტემბერ-ოქტომბერში ნატოში შეფასდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება.
ჩრდილოეთი კორეა აპირებს ყველა თაობის უდიდესი პოლიტიკური თავყრილობა ჩაატაროს. პარალელურად ვრცელდება ვარაუდები, რომ სახელმწიფოს მეთაური კიმ ჩენ ირი ემზადება იმისათვის, რომ საკუთარ მემკვიდრედ დაასახელოს უმცროსი შვილი.
საქართველოსა და ბალტიის ზღვის რეგიონის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ისტორიული ფაქტი სულ მალე ერთ ნაშრომში მოიყრის თავს. წიგნზე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი.
პოლონეთის პოლიციამ სიტყვა შეასრულა და პარასკევს, გვიან ღამით, დააკავა ახმედ ზაკაევი, რომელიც, გაფრთხილების მიუხედავად, ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში მაინც ჩავიდა. ჩეჩენ მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
14 სექტემბერს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, რუმინეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა ბაქოში ძალიან მცირე ხანი დაყვეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროექტის რეალიზებას მისცეს სტარტი.
საფრანგეთის ზედა პალატამ 14 სექტემბერს თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საჯარო ადგილებში პირბადის ტარებას. საუბარია ტრადიციულ საბურველზე, რომელსაც მუსლიმანი ქალები ატარებენ. კანონი 2011 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება.
საქართველო ოკუპირებულია, მისი ტერიტორიები - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - დაპყრობილია, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე - ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული მიზანია.
ჩამოტვირთე მეტი