ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
21 ივლისს ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარმა ტერორისტულმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული იატაკქვეშეთი არსებობას განაგრძობს.
ალექსანდრ ლუკაშენკოსა და კრემლის დაპირისპირება ბოლო ხანებში იმდენად ინტენსიური ხდება, რომ, ზოგიერთის ვარაუდით, რუსეთი ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან ჩამოშორებას უნდა გეგმავდეს.
20 ივლისს ქაბული საერთაშორისო დონორთა კონფერენციას უმასპინძლებს. დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი იმის გარკვევა იქნება, თუ საერთაშორისო დახმარების რა მოცულობას გააკონტროლებს ავღანეთის მთავრობა და როგორ აპირებს იგი კორუფციის შემცირებას.
11 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა 18 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელ გზაზე. მომხდარი ტრაგედიის გამო თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გლოვა გამოცხადდა.
საქართველოში ივლისის დასაწყისში დატრიალებულმა ახალმა „სამთავრობო კარუსელმა“ თავმჯდომარის გარეშე დატოვა თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდია - სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს სამხედრო რეზერვის მობილიზებასა და გაწვრთნაზე.
სამხედრო რეზერვის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იმდენი ვწერე, რომ შეიძლება ვინმემ ან სამხედრო სამსახურის ამ ფორმის აპოლოგეტად მიმიჩნიოს, ან მის დაუძინებელ მტრად.
საქართველოში ვიზიტის დროს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერს მთელი თავისი დიპლომატიური გამოცდილება დასჭირდება, რათა პასუხი გასცეს უმთავრეს შეკითხვას: რატომ არ სრულდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტი.
13 ივლისს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, რომელზეც მხარეებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხები განიხილეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ისე დატოვა თბილისი, რომ პასუხი არ გაუცია ერთ-ერთ ყველაზე არსებით შეკითხვაზე: დაუწესა თუ არა ვაშინგტონმა შეზღუდვა საბრძოლო იარაღის შესყიდვაზე საქართველოს, რომელთანაც 2009 წელს „სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია“ გააფორმა.
რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" შემოგთავაზებთ ინტრევიუს ბერლინში მცხოვრებ ქართველ ფილოსოფოსთან გიორგი მაისურაძესთან. ვისაუბრებთ შობადობის ზრდაზე საქართველოში და შევეცდებით გავარკვიოთ, თუ რამდენად მყარია ეს ტენდენცია.
ბრიტანეთი აპირებს თავისი სამხედრო ქვედანაყოფი გაიყვანოს ავღანეთის ყველაზე სისხლიმსღვრელი რაიონიდან, სადაც 100-მდე ჯარისკაცი დაეღუპა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიამ ფოქსმა დღეს განაცხადა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მანამდე არსებული შეხვედრების ფორმატში ცვლილება მოხდა, თუმცა ქართულ-აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი განაგრძობს შეხვედრებს, რომელთა მიზანიცაა კონფლიქტის ახალი პარადიგმის ჩარჩოების განსაზღვრა.
გაეროს უშიშროების საბჭომ 6 ივლისს საგანგებო სხდომა მიუძღვნა კოსოვოში შექმნილ დაძაბულ ვითარებას. სხდომის გამართვის თხოვნით გაეროს სერბიამ მას შემდეგ მიმართა, რაც ეთნიკურად გაყოფილ ქალაქ მიტროვიცაში მომხდარ აფეთქებას გასულ კვირაში მსხვერპლი მოჰყვა.
ბრონისლავ კომოროვსკი პოლონეთის პრეზიდენტი ხდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების თანახმად. 4 ივლისს გამართულ არჩევნებზე მან ამომრჩეველთა ხმების 52.63 პროცენტი მიიღო, 47 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი იაროსლავ კაჩინსკის.
საქართველოში მთავრობის ახალი წევრები დაამტკიცეს. მეათე სტუდიის 839-ე გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ნიშნით არჩევს და ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრებს. აქვე შემოგთავაზებთ ინტერვიუს სამუელ ჩარაპთან, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო სტატი გამოაქვეყნა ჟურნალში ”Foreign Policy”. გადაცემის ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენი კოლეგის, იური ვაჩნაძის რადიოპორტრეტს - ”ვამრთელებ ჟამთასვლის გაწყვეტილ კავშირს”.
პანტიკო თოდრიამ, «თბილავიამშენის» გენერალურმა დირექტორმა, უცნაური პატრიოტული გადაწყვეტილება მიიღო და საავიაციო ქარხანა თანამშრომლებით, უძრავ-მოძრავი ქონებით, დებეტითა და კრედიტით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადასცა.
სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მასობრივი რეზერვის პროგრამის ამოქმედებას იწყებს. თუკი პარლამენტი დაამტკიცებს საყოვლთაო სარეზერვო მომზადების ახლებურ სისტემას, მაშინ თავდაცვის სამინისტროს მთელი საქართველოს მასშტაბით შეკრებილი რეზერვისტების გაწვრთნა და აღჭურვა სექტემბრიდან მოუწევს.
გენერალი დევიდ პეტრეუსი, ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატებისა და ნატოს ძალების სარდალი, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთში ყოველწლიურად 2 500 მოზარდი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რაც საშუალოდ ორჯერ აღემატება ევროპის დიდი ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთის მაჩვენებელს.
28 ივნისს შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ათი პირი დააპატიმრა, კიდევ ერთი კი იძებნება. ბრალდების თანახმად, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულში, რასაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს არარეგისტრირებული აგენტობა და ფულის რეცხვა ეწოდება.
ჩამოტვირთე მეტი