ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
უკანასკნელი ათი წელი დემოკრატიული მართვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების „დაქვეითების ათწლეულია“ ყოფილ საბჭოთა კავშირში, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც 29 ივნისს რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ოფისში გაიმართა.
ეუთომ, მთლიანობაში, გამჭვირვალე უწოდა ყირგიზეთში ახალი კონსტიტუციის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის თანახმადაც, ქვეყანა საპრეზიდენტოდან მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის.
ჩვენი ყური შეეგუა, ჩვენი გული და გონება აღარ რეაგირებს ცნობებზე სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ. იგულისხმება, რომ რაკი არმიაში ხარ და თანაც ბრძოლის ველზე, დაღუპვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ჯირითში ცხენიდან გადმოვარდნა. ასეა ყველგან და ასეა საქართველოშიც.
გადაწყვეტილება, რომელიც დოკუ უმაროვის ქონების გაყინვასა და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კომპანიებისა და კერძო პირების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს, გამოცხადდა იმ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ვაშინგტონში ჩადის.
აშშ-ში აცხადებს, რომ ავღანეთში მიმდინარე საომარი ტაქტიკა არ შეიცვლება, კოალიციის სარდლობაში განხორციელებული ცვლილების მიუხედავად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლა ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალი გენერალი მაკკრისტალი.
აშშ-ში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, რასაც ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ მედვედევი თავდაპირველად კალიფორნიაში ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს დაათვალიერებს.
ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში, შერარდ კაუპერ-კოულზი, თავის თანამდებობას გამოეთხოვება.
არ ვნანობ, რომ უამინდობის მიუხედავად დავთანხმდი ჩემს მეგობარს და შაბათს ბაჰნაში წავყევი, ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ სამხედრო შოუზე.
ივნისი ავღანეთში ნატოს შეიარაღებული ძალებისათვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თვედ იქცა. სამი კვირის განმავლობაში ავღანეთში კოალიციური ძალების 40 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ამერიკის არმიის დანაკარგებმა კი 1000 კაცს მიაღწია.
მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ასპარეზობას ადევნებს თვალს, სომალის ისლამისტურ ნაწილში ფეხბურთის ქომაგებზე სასტიკი დევნა ხორციელდება.შაბათს დედაქალაქ მოგადიშუს ჩრდილო-აღმოსავლეთში ისლამისტმა პარტიზანებმა ორი გულშემატკივარი მოკლეს, ორშაბათს კი 30-ზე მეტი დააპატიმრეს.
სამხრეთ კავკასიაში უყვართ მშვიდობა, მაგრამ იქ ყოველთვის ომისთვის ემზადებიან. აზერბაიჯანის მიერ ახალი სამხედრო დოქტრინის მიღება ამის ნათელი მაგალითია - მთიანი ყარაბახის დაბრუნებას სამხედრო ძალის გამოყენებითაც არ გამორიცხავს.
8 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს დელეგაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მიიღო. ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს ვთხოვეთ, განემარტა, რას ნიშნავს პარიზის მხრიდან „უყოყმანო მხარდაჭერა“.
ზაფხულის განმავლობაში რუსული ავიაკომპანია „სიბირი“ ავიარეისებს შეასრულებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩარტერულ რეისებს რუსული და ქართული ავიაკომპანიები ერთგვარ პარიტეტულ საფუძველზე შეასრულებენ.
ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნილია. რა დროიდან გადაიქცა საქართველო საერთაშორისო ნარკობიზნესის სატრანზიტო პუნქტად და რა პრეცედენტები ახსოვს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში?
საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად იმ პოლიტიკურმა ძალება გაიმარჯვეს, რომლებსაც ერთმანეთისგან შესაძლოა ბევრი რამ განასხვავებდეს, მაგრამ აერთიანებთ შეუქცევადი მიზანი - ეს არის დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება.
ერთ-ერთი მანკიერი სტერეოტიპი, რასაც ხელისუფლება ასევე უნდა შეელიოს, ესაა ე.წ. „სპეცუბნები“ იქ, სადაც არ არსებობს არც მათი გახსნისა და არც ჯარისკაცების დასტა-დასტად მიყვანის აუცილებლობა.
ცოტა ხნის წინ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად დათბა, რომ დიპლომატები მას სტრატეგიულსაც კი უწოდებდნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ორი ქვეყნის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა და, შესაძლოა, საბოლოოდაც.
გასულ კვირაში რუსეთის მედიაში გაჩნდა სავარაუდო ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მოსკოვმა სამხედრო გემები ჰოლანდიას და ესპანეთსაც შეუკვეთოს.
საქართველოში ახლახან დაარსებულმა პირველმა საადვოკატო სკოლამ ევროპული მართლმსაჯულების სისტემის გაცნობა ჩეხეთიდან დაიწყო. ადვოკატთა სკოლის წარმომადგენლები გასულ კვირაში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ პრაღაში და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვორკშოფი გამართეს.
დაძაბულობა და აპათია, რომლითაც 2000 წლის დასაწყისიდან ხასიათდებოდა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა და რამაც სულ ბოლოს მძლავრად იჩინა თავი 2009 წლის სტოკჰოლმის სამიტზე, გაიფანტა.
ჩამოტვირთე მეტი