ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
რუსმა უფლებადამცველებმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს ამოწმებენ, დაგმეს ადვოკატ სერგეი მაგნიცკის მიმართ მოპყრობა. მაგნიცკი 16 ნოემბერს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის საპატიმროში.
“ჩემი მეამბოხედ გამოცხადება იგივეა, რომ ვინმემ ჩემზე თქვას, რომ ვარ ბალერინა და მქვია თამრო”, - ხუმრობდა 29 დეკემბერს 120 კილოიანი გოლიათი სასამართლო პროცესზე. “მუხროვანის ამბოხად” წოდებული სასამართლო საქმე დასასრულს უახლოვდება.
ავღანეთის პრეზიდენტი ამინი და მისი ოჯახი ამოწყვიტეს. ავღანელებმა მხოლოდ მეორე დღეს, 28 დეკემბერს, შეიტყვეს გადატრიალების შესახებ, რის შედეგადაც ქვეყნის სათავეში საბჭოთა მარიონეტი, ბაბრაქ კარმალი, მოექცა.
რვა ადამიანი დაიღუპა ირანში უკანასკნელი ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობის დროს. ეს არის ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში, რომელმაც ირანი 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოიცვა.
28 დეკემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ჩავიდა, სადაც ახალი ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო. აღმოსავლეთ ციმბირ-წყნარი ოკეანის მაგისტრალი მხოლოდ ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის
"მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებაში ვისაუბრებთ “ვეფხისტყაოსნის” ახალი, ხუთტომიანი გამოცემის პრეზენტაციაზე; გაგაცნობთ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძეს; გიამბობთ ქართველი მეცოსოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფულ დებიუტზე "კარმენში"; გადაცემას კი დაასრულებს სიუჟეტი ბობ დილანის ბოლო ალბომზე.
დმიტრი მედვედევმა ძველი და ახალი წლების გასაყარზე ბევრ რამეზე ისაუბრა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით – ალკოჰოლის ზომიერად მიღების ტექნოლოგიის დანერგვით დაწყებული და სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ახალი შეთანხმებით დასრულებული.
გონიოში დაიწყო რიგით მესამე ამერიკული რადარის დამონტაჟება. ეს ინფორმაცია ამერიკულ მედიას დაუდასტურა შეერთებული შტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეიმს კელიმ. მსგავსი ამერიკული რადარები უკვე არსებობს ჩაქვსა და ანაკლიაში.
22 დეკემბერს ალმა-ათის საავადმყოფოში გარდაიცვალა ყირგიზი ჟურნალისტი გენადი პავლიუკი, რომელიც ერთი კვირის წინ ხელფეხშეკრული გადმოაგდეს მრავალსართულიანი შენობიდან. გენადი პავლიუკი მუშაობდა გაზეთებში “არგუმენტი ი ფაქტი” და “კომსომოლსკაია პრავდა”
ირანის წმინდა ქალაქ ყუმში 21 დეკემბერს დაკრძალეს ცნობილი დისიდენტი სასულიერო პირი - დიდი აიათოლა მონთაზერი, რომელიც, 87 წლის ასაკაში, კვირას გარდაიცვალა. მონთაზერი თავის დროზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერ აიათოლა ხომეინის მემკვიდრედაც ითვლებოდა
ერაყში კერძო სამხედრო კომპანიების ეგიდით, 2004 წლიდან მოყოლებული, 100-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა (აქ არ იგულისხმება ის 2000 ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად იყო გაგზავნილი ერაყში).
ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, პრაღაში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ხუთი ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ მიაღწია მთავარ მიზანს – შორეული საქართველო პრაღელებისთის უფრო ახლობელი გახდა.
ზამთრის კურორტ გუდაურში 17 დეკემბერს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი სემინარი, რომელზეც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში ჩააბარა.
ოთხშაბათს ტყვეების გათავისუფლების თაობაზე ცხინვალში ქართული არასამთავრობო სექტორის სამკაციანი ჯგუფი პირველად ჩავიდა, მას შემდეგ, რაც შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ ცენტრსა და სეპარატისტულ რეგიონს შორის ყოველგვარი ურთიერობა შეწყდა.
საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნუგზარ წიკლაურმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სთხოვა, უარი თქვან პეტერბურის კონფერენციაში მონაწილეობაზე.
ტაილანდში 12 დღეში გამოუტანენ განაჩენს თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს, რომლებსაც ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალისა და იარაღის არალეგალური გადაზიდვა ედებათ ბრალად.
3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველო დიდ პოლიტიკურ ფსონს ჩავიდა. როდესაც ალიანსი ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნაზე ბჭობდა
ყოველკვირეული ჟურნალი მეათე სტუდია მთლიანად ხელოვნებას და კულტურას ეძღვნება. თავდაპირველად შემოგთავაზებთ სიუჯეტს ტომ სტოპარდზე, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს დრამატურგზე, რომელიც პრაღაში იმყოფებოდა ვაცლავ ჰაველის პირადი მოწვევით.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კორუფციას ქვედა რგოლში ებრძვის, მაშინ როდესაც ელიტური კორუფცია არნახულ მასშტაბებს აღწევს.
ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ახლა საკუთარ განათლებაზე იზრუნებს.
ჩამოტვირთე მეტი