რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ 226 ადამიანს შორის ერთ-ერთი არის ფრიდონ ბუბუტეიშვილი, - დემონსტრანტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააკავეს - „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას.
საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, - განაცხადა 27 აგვისტოს გერმანიის საელჩომ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ეხმაურება თავისი თანაგუნდელის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან მოულოდნელ წასვლას.
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალენ სიმონიანის განცხადების თანახმად, სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაში ხელს არ შეუშლის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ომისათვის შესაძლო მობილიზაციას გაურბიან.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, - რომელმაც წინა კვირას დაპატიმრებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მეგობრად მოიხსენია, - მას ურჩევს, „პოლიტიკური ბრძოლა“ დაიწყოს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდეს.
მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა“, - რაც პრემიერ-მინისტრის „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის“ ახალი საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
„თანაინვესტირების ფონდის“ კუთვნილი არაერთი ბიზნესი 2026 წლის აგვისტოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელზე დარეგისტრირდა.
თეთრის სახლის ახალი ანგარიში, - „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“, - რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული ამერიკული ტარიფებისთვის „გვერდის ავლას“ ეხება, 40-მდე ქვეყანას შორის საქართველოსაც ასახელებს, როგორც ტარიფებისგან თავის დაღწევის გზას.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი, - რომელიც 2024 წელს თალიბანის მთავრობამ ავღანეთიდან გააძევა, - წერს, რომ ესაუბრა „ავღანელ მეგობარსა და წარმატებულ ბიზნესმენს“, რის შემდეგაც საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პოტენციალს“ საჯაროდ განიხილავს.
შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ კრიპტო-კომპანია „შელბითს“, რის საფუძვლადაც მის მიერ აშშ-ის მიერ ტერორისტულად ორგანიზაციად მიჩნეული „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირები დაასახელა.
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო.
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის კვალდაკვალ, ფინურმა კვლევითმა ორგანიზაცია CREA-მ პარასკევს, 2026 წლის 24 ივლისს, გამოაქვეყნა ანგარიში.
„გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვისურვებდი იქ ყოფნას იმ დღეს, როდესაც მის დანგრევას დაიწყებენ“, - ამბობს ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, მასიმილიანო ფუკსასი, რიყის პარკში კულტურული კომპლექსის დაგეგმილ დემონტაჟზე. თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ამის ნებართვა 25 ივნისს გასცა.
საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა 16 ივნისს სტუმრად მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის“ (NEAC) დელეგაცია.
საგარეო უწყების მაღალჩინოსანი გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან სავიზო საკითხთან დაკავშირებული დიალოგის შემდეგ აცხადებს, რომ „პოზიტიურადაა განწყობილი“.
2026 წლის 11 ივნისს, ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი საქართველოსთან ბოლო წლებში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების, ურთიერთბრალდებების, სავიზო სანქციების, საქართველოს „დემოკრატიული უკუსვლის“ არაერთხელ ხაზგასმისა და კურსის ცვლილებაზე უშედეგო მოწოდებების ფონზე ჩატარდება.
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ინიციატორად და შემკვეთად პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ, ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე დაასახელა რუსეთში მცხოვრები ირაკლი უსოიანი, წლების წინ მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. თუმცა უსოიანი პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ.
თბილისის საქალაქო სასამართლო არ გაითვალისწინებს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისა და ძმები მიქაძეების წინააღმდეგ საქმეში ჩართული მოწმის, რუსეთის მოქალაქის რუსეთში, გამოძიებისთვის მიცემულ ახალ ჩვენებას, რომ საქართველოში „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის 3000 დოლარი გადაუხადეს.
მიმდინარე კვირაში საქართველოსა და აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა ორივე ქვეყნის ახალი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორმა ჭუანგ ჟუნგვენმა.
სომეხი-რუსი მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ნარეკ კარაპეტიანი ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ეხმაურება.
ჩამოტვირთე მეტი