რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პირველად საუბრობს მედიასთან იმ პოსტზე, რომელიც ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილმა მუქარად აღიქვა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული კრიტიკული ანგარიშის ავტორს, პოლონელ ექსპერტ პატრიცია გრჟებიკს პოლონეთის მთავრობასთან კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებენ.
საგურამოს კანალიზაციის სისტემის პროექტირებაში სახელმწიფომ 2020-23 წლებში 850 000 ლარი დახარჯა, თუმცა პროექტის ჩაბარებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ სისტემის მშენებლობა არ დაწყებულა.
საგურამოს გზაზე, ბენზინგასამართ სადგურთან წლების განმავლობაში გადაუჭრელმა პრობლემამ, „კანალიზაციის ტბამ“, - რასაც ადგილობრივები ზოგჯერ „ფეკალურ დეზობარიერს“ უწოდებენ, - კვლავ იჩინა თავი; ტბორი კვლავ გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. მოსახლეობა რეაგირებას ითხოვს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი კრისტი ნოემი, - რომელიც ბოლო თვეებში საიმიგრაციო პოლიტიკისა და იმიგრაციის სამსახურის ძალების მიერ 2 მოქალაქის მოკვლის გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, - თანამდებობას დატოვებს.
„ჰადსონის ინსტიტუტის“ ახალი კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა ბიზნესმენმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ, რომელიც ძალადობრივი დაჯგუფების, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელია.
საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ირანში განვითარებული მოვლენების, - ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებისა და უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის, - შემდეგ საქართველოს ხელისუფლება „არ აპირებს, იგივე გააკეთოს, რასაც სომხეთი აკეთებს“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ სანქციებისგან მომდინარე „შესაძლო სირთულეების მიუხედავად“, „რამდენიმე ბანკმა გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას“. კომპანია ამ ბანკებს არ ასახელებს.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მდებარე შენობაში მოსახლეობამ იპოვა სამედიცინო ნარჩენები, მათ შორის, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ამპუტირებული ნაწილები. მათი თქმით, თვეზე მეტია იციან, რომ ნარჩენები იქაა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
სასტუმროს „უკანონო მშენებლობის“ გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ლენტეხის ყოფილი მერი და მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის „საზეიმო მოვლენა არ არის“ მე-17 საუკუნეში ქართველების ირანში იძულებითი გადასახლება, - რისი 410-ე წლისთავის აღსანიშნავადაც ირანის საელჩომ მოსაწვევები გაუგზავნა დიპლომატებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს.
აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, - რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობასა და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ბრალდებებით ძებნა აქვს გამოცხადებული, - პირველ კომენტარს აკეთებს და თავის ყოფილ გუნდს „დაკვეთის შესრულებაში“ ადანაშაულებს.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, ბიზნესმენ ძმებ მიქაძეებსა და „ქოლცენტრების საქმეზე“ სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.
ევროპის საბჭოს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი“ (CPT) ახალ ანგარიშს აქვეყნებს 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, - რომელიც დღეს დილას დააკავეს, - ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდება „ქოლცენტრებს“ უკავშირდება.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი - რომელიც ამჟამად ყულევში მომუშავე „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
პროკურატურა აცხადებს, რომ კომპანია „ფიდსის“ დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია - გამოძიების ვერსიით, მისი მკვლელობა 2021 წელს ძმებ დავით და გურამ (გუგა) კაკულიებისა და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ორგანიზებული იყო.
ჩამოტვირთე მეტი