რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების კანონში“ დაანონსებულ და პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს დაუმატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც „ხელისუფლების სისტემურ არაღიარებას“ პატიმრობით დასჯის.
პროკურატურამ დააკავა პოლიციელი, - სავარაუდოდ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე, - რომელმაც არასრულწლოვანი ქუჩაში გააჩერა, „მეურვის თანდასწრების გარეშე“ გამოჰკითხა, ტელეფონის გახსნა სთხოვა და უარის შემდეგ აგინა.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადების თანახმად, მოსკოვი განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.
ხუთშაბათს, 12 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „ქართული ოცნების“ მთავრობაში, გიორგი ზურაბაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრის შესახებ საგარეო უწყებამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განსხვავებული აქცენტებით გაავრცელეს ინფორმაცია.
დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და ამ გზაზე დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის საჭიროება, რეგიონული დინამიკა, აშშ-ის გაძლიერებული როლი სამხრეთ კავკასიაში, „ტრამპის მარშრუტს“ მიღმა დარჩენილი საქართველო - ამ საკითხებზე ისაუბრეს ოთხშაბათს „ჰელსინკის კომისიაში“.
11 თებერვალს, გვიან საღამოს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში გაანათეს - 11 თებერვალს ირანი აღნიშნავს 1979 წლის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავს. ანძის ანთებაც ამ თარიღს უკავშირდება.
მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის რადიო თავისუფლებასთან განცხადებიდან ირკვევა, რომ გამოძიება მუშაობს იმის დასადგენადაც, რამდენად აქვთ კავშირი ბრალდებულ პირებს „ნეონაცისტურ იდეოლოგიასთან“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩაფრინდა. ხვალ იგი აზერბაიჯანში, ბაქოში გაემგზავრება.
გასულ კვირაში შეხვედრისას საგარეო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისაუბრეს „შესაძლებლობებზე, რაც გამომდინარეობს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმებიდან“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო დეპარტამენტში.
ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, - რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენენ, - ტელეკომპანია „იმედთან“ „დამშვიდობება“ გადაწყვიტეს და გაყიდეს. გაიყიდა GDS-იც.
მოსკოვში სომხეთის პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „უცნაურია“ საუბრები „სომხეთისკენ ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეების შესახებ“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის მოადგილეებს შეხვდნენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა დღეს აბუ-დაბიში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის ჯილდო (Zayed Award).
ევროკომისიის სპიკერი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები, - რომლებზეც პარტია ამბობს, რომ „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“, - ამოქმედების შემთხვევაში „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.
„ქართული ოცნება“ განიხილავს, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას“ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე 2 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე ვიზიტია საამიროებში.
„დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია“, - აცხადებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (სტუ) თსუ-ს გაერთიანების შესახებ, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეხუთე დღეს.
ბაქოში ევროკომისიის წარმომადგენლის ვიზიტის პარალელურად, ევროკავშირი, აზერბაიჯანი და EBRD შეთანხმდნენ ნახიჩევანის რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის მომზადებაზე.
პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური - სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს - უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.
ჩამოტვირთე მეტი