რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2023 წლიდან. აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და სხვა მიმდინარე მოვლენებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა დაემატოს.
ხუთშაბათს, 2026 წლის 29 იანვარს, ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს „მოსკოვის მექანიზმი“.
სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმების შედეგად, ერევანში აცხადებენ, რომ თხევად გაზს (LNG), - რაც რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით შედიოდა, - ამიერიდან აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებითაც ჩაიტანენ სომხეთში.
ამერიკული გამოცემა The Hill-ი იუწყება, რომ ტეხასური ნავთობკომპანია „ფრონტერას“ თანადამფუძნებელი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესმენებთან კერძო კომუნიკაციისას „ქართული ოცნების“ სასარგებლო „ლობირებას“ აგრძელებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაციისას ამერიკელმა სამხედროებმა საიდუმლო იარაღი გამოიყენეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში შეხვდა ლარი ფინკს, კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველი გიგანტური კორპორაციის, „ბლექროკის“ ხელმძღვანელს; აზერბაიჯანმა „ბლექროკთან“ საინვესტიციო ხელშეკრულებები გააფორმა.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ილჰამ ალიევი და ვაჰაგნ ხაჩატურიანი აცხადებენ, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის.
ერევანში, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციების გამო სომხეთში ირანის ელჩის საჯარო საყვედურის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა გაითვალისწინოს „მეგობარი და მოძმე ქვეყნის, ირანის ყველა შეშფოთება“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სამშაბათს საღამოს, 13 იანვარს შეხვედრა გამართეს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“.
ირანში მასშტაბურ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლის დროსაც, უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ასობით ადამიანი დახოცეს, დაემთხვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის გამოგზავნა. წინა ელჩს დეკემბრის ბოლოს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ირაკლი კობახიძე ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო, - გამოძიებისა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ბრომობენზილ ციანიდი, იგივე „კამიტი“ გამოიყენა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებისა და "ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის განცხადებების თანახმად, ერთ-ერთი ახალი, ევროპული კვლევის თანახმად საქართველო „მოწინავე ქვეყნების რიგშია“ „დეოლიგარქიზაციის პროგრესის“ კუთხით.
საქართველო ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის მიმართ გამოიყენება ტერმინი „სერიოზული უკუსვლა“; ევროინტეგრაციის პროცესი „გაჩერებულია“; ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და რეგრესზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას.
მას შემდეგ, რაც გუშინ პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 34 ადამიანი დააკავა, დღეს, 6 ნოემბერს, ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული 7 ადამიანის, ასევე დავით მიქაძისა და მისი დაცვის უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა გააკრიტიკა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატები ევრონესტის კრიტიკული რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან განმარტება გააკეთა ნიკოლ ფაშინიანის გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
გაფართოების ანგარიშში საქართველოზე ძირითადი აქცენტების შემდეგ, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა იმ რეკომენდაციების შინაარსიც, რასაც ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით ხვალ, 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ გააკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.
„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქმეში ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებია მოპოვებული“, - თუმცა რა, ჯერჯერობით არ განმარტავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვის უკვე სამი წევრი მისცა პასუხისგებაში. მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
ჩამოტვირთე მეტი