პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე და ყარაბაღში განახლებული ომის პარალელურად, საქართველოს პროკურატურა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დადგენის კომისიის ორ წევრს აკავებს.
თბილისის მერიამ ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გასაშენებელი პარკის პროექტი საზოგადოებას გააცნო. Დღეს მხოლოდ კომპიუტერით მოდელირებული ფოტოები წარადგინეს. არქიტექტორები ამბობენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის კონკურსის გარეშე განხორციელება გაუმართლებელია
“ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, დაახლოებით 36 ჰექტარი, თბილისს აჩუქა. ეს ტერიტორია მისი საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და უცნობია, რა ფასად მოიპოვა წინა ხელისუფლების დროს რეკრეაციული სივრცე ქალაქის ცენტრში.
საკლასო ოთახი სკოლის ეზოში პირველკლასელების უჩვეულო გარემოში დასახვედრად მოაწყვეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმში ჰაერზე სწავლება იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ხაშურის პირველი სკოლის ყველა კლასი რიგ-რიგობით იყენებს ამ სივრცეს გაკვეთილებისთვის. აქ ტარდება მასწავლებლების შეკრებებიც.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 30 სექტემბერს დაამთავრა.
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება.
ნახეთ, როგორი იყო მზადება სკოლებში 15 სექტემბრისთვის და როგორ შეიცვალა სასკოლო ცხოვრება მათთვის, ვისაც სკოლის კედლებში გაკვეთილები 1 სექტემბრიდან უტარდებოდა.
სახელმწიფომ სწავლის დაწყების წინ განათლების სამინისტროს და სკოლების მთელი რესურსი იმაზე დაახარჯვინა, რომ სკოლები მოსწავლეების მისაღებად მოემზადებინა. შემდეგ კი ის, რაზეც ათასობით ადამიანმა თვეების განმავლობაში იმუშავა, ერთ დღეში წყალში გადაყარა.
15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო გამომძიებელი მარიანა ჩოლიაიანი. მისი ადვოკატი სასამართლოს სხდომის შემდეგ საქმეში არსებულ ამ დრომდე გაუხმაურებელ ფაქტზე, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე აკეთებს აქცენტს.
შატილი-ბარისახოს გზაზე 23 აგვისტოს მომხდარი ავტოკატასტროფისას 17 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოება მთავრობას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.
23 აგვისტოს შატილი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ავტომობილს, რომლითაც ტურისტები ერთდღიანი ტურით შატილი-მუცოს სანახავად იმყოფებოდნენ, ტექდათვალიერება თვე-ნახევრის წინ უნდა გაევლო.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან სამი კვირის შემდეგ გამოძიება კვლავ ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, რომელმაც უნდა დაადგინოს მისი გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვენ, ამერიკის საელჩოსთან გამართული აქციის შემდეგ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პროფილი ფეისბუკის საძიებო სისტემაში აღარ იძებნება.
ჩამოტვირთე მეტი