პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არც ანტიკრიზისული გეგმა წარმოუდგენია და არც საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივად გამოსვლის სტრატეგია არსებობს. მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ შემოსავლის გარეშე სახლში დარჩენილებს ერთი თვის განმავლობაშიც კი გაუჭირდებათ თავის შენახვა.
საქართველოს მთავრობა განცხადებას იმის შესახებ, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, თითქმის ერთი თვეა აკეთებს
14 აპრილს დადასტურდა, რომ კორონა ვირუსით დაინფიცირდა ერთ-ერთი სასულიერო პირი და მისი ოჯახების წევრები. კოვიდ-19 დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის წევრსაც.
27 მარტიდან 10 აპრილამდე 9 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია რამდენიმეწლიანი სამოქალაქო აქტივიზმის შედეგად ქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2018 წლის გაზაფხულზე ითქვა, რომ 50 მილიონის ღირებულების პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდებოდა და რეაბილიტაციის ფარგლებში 30-მდე შენობა სრულად აღდგებოდა.
მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და უწყვეტად მოდის საცხოვრებელში. ასეთ წყალზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 56 %-ს აქვს.
საქსტატის მონაცემებით 65 წელს გადაცილებული პირები მოსახლეობის 14%-ს შეადგენს. საქართველოში დაახლოებით 361 000 ადამიანია 70 წლის და ან უფრო მეტის.
სატელეფონო კონსულტაციების გამწევი ექიმების გადასამზადებლად ტრენინგებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ექიმის გადამზადება და ეს სახელმწიფოს 53 000 ლარი დაუჯდება.
მთავარი საფრთხე, რაც მთავრობების მხრიდან მოსახლეობის თვალთვალს, მონაცემების შეგროვებასა და თავისუფლების შეზღუდვას ახლავს თან, ისაა, რომ ეს შესაძლოა მერეც გაგრძელდეს, როცა ვირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდება. არ ვიცით, რა ბედი ელის ამ დროის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას.
იტალია კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელით პირველი ქვეყანაა ევროპაში და მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ; დადასტურებული შემთხვევები 63 ათასს აჭარბებს, დაიღუპა 6000-ზე მეტი ადამიანი.
ემილია ბაირამოვა მარნეულიდან, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მეზობლად ცხოვრობს, ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაავადებულის ყველა კონტაქტს ტესტირება არ უტარდება.
22 მარტს მარნეულიდან თბილისში 62 წლის ქალი გადმოიყვანეს კორონავირუსის დიაგნოზით და მძიმე მდგომარეობაში. ექიმების თქმით, 23 მარტის საღამოსთვის, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. სკოლებთან, ბაღებსა და უნივერსიტეტებთან ერთად დაიკეტა დღის ცენტრებიც, სადაც ბავშვები ქცევით თერაპიას გადიოდნენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ორგანიზაციები სხვადასხვა სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.
ჩამოტვირთე მეტი