უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი, რომელიც დევნილთა საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წევრიცაა. მან დევნილთა პრობლემებზე ილაპარაკა, კერძოდ, მათთვის 28-ლარიანი შემწეობის გაცემის წესის გაუქმებით შექმნილ ვითარებაზე.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მან საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტსა და ლისაბონის მომავალი სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრა.
დღევანდელი დისკუსია შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარებისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთდამოკიდებულების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას - ერთიანი კავკასიის შესახებ. რა რისკებს შეიცავს ეს იდეა?
20 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თეა წულუკიანი, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე.
“დევნილები სუბელიანის უწყების სრული ბლოკირებით იმუქრებიან”, –წერს “რეზონანსი” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართული დევნილთა აქციის შესახებ. “აქციის მონაწილეებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - გამოსახლებული დევნილები დაკმაყოფილდნენ თბილისის ნებისმიერ უბანში საცხოვრებელი ფართებით.
18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. მან კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებზე ილაპარაკა. 17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილებების შესახებ კვირეული საქართველოშიც დაიწყო.
14 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლენა კილაძე, ფონდ ”საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორი.ლენა კილაძემ ილაპარაკა ფონდის საქველმოქმედო პროექტებზე. ფონდს საქართველოში არსებული არაერთი კომპანია უწევს დახმარებას.
დღევანდელი პრესა ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაციას ეხმაურება. ”ჯერ ფურშეტი, მერე - პოლიტიკა”, „’ქართული პარტია’ პოლიტიკურ სპექტრს დიდ სიურპრიზებს ჰპირდება”, ”შეუსრულებელი მისია. ვინ დააფინანსებს ”ქართულ პარტიას” და როგორ აპირებს ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვას”, ”ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ჩამოდის.
12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, მრავალპარტიული დემოკრატიის ჰოლანდიური ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში. მან ილაპარაკა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ორი კვლევის შესახებ.
8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა მიმდინარე კვირაში ათეულობით მცირე მოვაჭრის დაკავების უსაფუძვლობაზე.
ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე - ზოგადად, მის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე მსჯელობა საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს. ბოლო დროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ ერთგვარად გაამძაფრა საკითხისადმი დამოკიდებულება.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ხუთიდან ოთხ სოფელში ვერ გამოავლინა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული რაიმე სამუშაოებიო, - წერს გაზეთი.
4 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი. მან ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციის სპეციფიკაზე ილაპარაკა. თავდგირიძე შეეხო ავღანეთში არსებული ვითარების არაერთ კომპონენტს.
”კვლავ წართმეული ჰექტარები. შიდა ქართლის ”დემარკაცია” 1982 წლის საბჭოთა რუკით” – ”რეზონანსი” რუსი სამხედროების მიერ ომისშემდგომი ”საზღვრის” შეცვლის მცდელობას ეხმაურება. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ”რეზონანსს” უთხრა.
30 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობაზე.
დღევანდელი პრესა აშუქებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების დღეს, გამართულ ღონისძიებებს. ”ჩინოვნიკები 40000 დოლარიანი ჯიპებიდან 15000 დოლარიან ავტომობილებზე გადასხდებიან. რა ბედი ელის ძვირად ღირებულ სამთავრობო ჯიპებს და რატომ არაა მათი თანხები გაწერილი ბიუჯეტში”.
28 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მანანა კობახიძე, ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ”პატიმრობის კოდექსზე”, რომელიც 1 ოქტომბრიდან შედის ძალაში.
დღევანდელ პრესაში ბევრი იწერება ოპოზიციის გეგმების შესახებ. აი, პირველი გვერდების სათაურების ნაწილი: ”მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას?”, ”რას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილი?”, ”რა შეცდომებს აღიარებენ და ვისით ჩაანაცვლებენ ალასანიას ”რესპუბლიკელები”?”, ”შემოდგომა - სეზონის დასაწყისი და არა ჭირნახულის მოწევა.
24 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ნანა ბიგანიშვილი, სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტი და ანა გაბრიაძე, მხატვარი. მათ ილაპარაკეს დიღმის ტყე-პარკისშესახებ.
”ახალი ომი თუ დიდი სპეცოპერაცია. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების მასშტაბური გადასროლა შეიმჩნევა”, - წერს პირველ გვერდზე ”რეზონანსი”. სტატიაში წაიკითხავთ: ”სხვადასხვა რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთი საქართველოში შეჭრას გეგმავს.
ჩამოტვირთე მეტი