უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
22 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ელისო ჩაფიძე, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე. მან ილაპარაკა საგადასახადო კოდექსის პროექტში ჟურნალ-გაზეთების ბეჭდვა-დისტრიბუციასთან დაკავშირებულ პოზიციებზე.
რამდენიმე გაზეთი დღეს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხმაურება. თვალში მოგხვდებათ ”მთელი კვირის” სათაური - ”პოლონეთის პრეზიდენტი ისევ კაჩინსკი იქნება!”. ეს არის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრის, პოლიტემიგრანტ ვიქტორ დომუხოვსკის წერილი ვარშავიდან.
”ახალი თაობა” კითხვა-ძახილის ნიშნით პირველ გვერდზე ბეჭდავს სათაურს - ”ირაკლი ალასანია „ალიანსიდან“ მიდის?!”. სტატიაში წაიკითხავთ: ”ირაკლი ალასანიას პარტია, სავარაუდოდ, „ალიანსს“ დატოვებს. „ალიანსის“ დაშლის მიზეზი შესაძლოა ის გახდეს, რომ ირაკლი ალასანია თავისი პარტიის წევრებით ცალკე წავა.
14 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ბეროძე, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა სისხლის დონორობის პასიურ პროცესზე საქართველოში.
დღეს არაერთ გაზეთში ქვეყნდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვრცელი წერილი, რომელშიც წაიკითხავთ: ”ცესკოს თანამშრომლები აშკარად გრძნობენ საზოგადოების თუნდაც იოტისოდენ, მაგრამ სამართლიანად მოპოვებულ ნდობას და ეს არის ჩვენთვის მთავარი.
10 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვახტანგ კობალაძე, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ”საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვაზე”.
ზოგიერთი გაზეთი დღეს საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს ეხმაურება. ”24 საათის” სათაურია - ”იზოლაციის მითის დასასრული”. გაზეთის კორესპონდენტი კომენტარისთვის პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს დაუკავშირდა.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კონკრეტული, ოფიციალური შედეგის გარდა აქვს ზოგადი პოლიტიკური შედეგიც. საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოსტ-საარჩევნო მოძრაობა დაიწყო. ვის რა მისცა ადგილობრივმა არჩევნებმა და რა პერსპექტივა, რა ამოცანა აქვს გადაჯგუფებას ოპოზიციაში?
8 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ შარმანაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი. მან ისაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ არჩეულ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების საბაზისო პროექტზე.
7 ივნისის პრესაში გრძელდება ოპოზიციაში არსებული ვითარების გარკვევა, მათი გეგმებისა და ერთმანეთთან დამოკიდებულების განხილვა. დღეს რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება ”ეროვნული ფორუმის” ლიდერებთან ინტერვიუები. ასევე რამდენიმე გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუებს სოზარ სუბართან.
4 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პაატა ნოზაძე, სამხრეთ კავკასიის ნარკოტიკებისა და დანაშაულის შესახებ ოფისის დამფუძნებელი. მან ისაუბრა ნარკოტიკების საერთაშორისო ტრეფიკის სქემებსა და საქართველოს ადგილზე ამ სქემაში.
”24 საათი” პირველ გვერდზე ლიტვის სეიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. გაზეთის კორესპონდენტს უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა: ”არ მინდა, რომ მოლოდინი გავზარდო. ერთი გადაწყვეტილებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია.
მეთვალყურეთა საერთაშორისო მისიამ, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისისა და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 31 მაისს წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.
2 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. მან ისაუბრა არჩევნების დღის შემდგომ პროცესზე - დარღვევების გასაჩივრებასა და მათზე რეაგირებაზე.
“არც ის არის ცნობილი, რა სჯობია ქვეყნისთვის - აჯანყება მოხდეს და ამას ხელისუფლების ნგრევა მოჰყვეს, თუ ყველა გაიქცეს სამშობლოდან და მტერს დავუტოვოთ ეს ქვეყანა. პირადად მე აჯანყებისა და ბიშკეკიზაციის მომხრე არა ვარ, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას ყველაფერი მირჩევნია”, - ამბობს სუბარი “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
31 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ანდრო ბარნოვი და გოგი ხუციშვილი. მათ ისაუბრეს 30 მაისის არჩევნების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე და არჩევნების დღის შემდგომი პროცესის გამჭვირვალობაზე.
28 მაისს რადიო თავისუფლებამ დაასრულა თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა მსმენელისთვის. ამჯერად რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი.
დღევანდელ პრესაში 26 მაისის აღნიშვნას არაერთი პუბლიკაცია ეძღვნება. მათ შორის, ”24 საათის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ - ”დაბრუნებული აღლუმი”. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ორწლიანი პაუზის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.
30 მაისის არჩევნების მიმართ ყურადღება აშკარად იმაზე დიდია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები იმსახურებს ხოლმე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. რა განაპირობებს ამას? რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად?
26 მაისს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო რუბრიკის სტუმარი იყო დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია უმუშევრობისა და სხვა პრობლემების გადაჭრა.
ჩამოტვირთე მეტი