უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
18 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი თოფაძე, თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს, როგორ უზრუნველყოფს 60-ს გადაცილებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებით.
”ვანო ყველას გვისმენს და ყველა მესიჯს კითხულობს” – ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ ასეთ სათაურს. სტატიის ავტორი წერს: ”ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მარტო გისმენენ, შენს სმს-შეტყობინებებსაც თავისუფლად კითხულობენ!
14 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პროფესორი ვასილ კაჭარავა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტიტს დირექტორი. მან ისაუბრა ამერიკის ღირებულებებსა და მათი აღქმის სპეციფიკაზე.
დღევანდელ პრესაში ბევრს წერენ საქართველოში რუსეთის ინტერესებზე. ”24 საათის” პირველ გვერდზე მოთავსებული სტატიის სათაურია ”ყურის გახედნა”. ავტორი წერს: ”რუსეთი და სეპარატისტული ოსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პერიოდულად აბსურდულ იდეებს გამოთქვამენ.
ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები ფიქრობს, რომ, არსებული ხარვეზების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
12 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინა ხატისკაცი, ”საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორი. სტუმრის თქმით, ყველაზე ხშირად ზეწოლას განიცდიან ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და კანდიდატები.
დღევანდელ პრესაში გრძელდება ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარის განხილვა. ”რეზონანსის” პირველ გვერდზე სათაურია: ”მღვდლის დაჯილდოება ”კავკასიის” ინციდენტს არ უკავშირდება, აცხადებენ საპატრიარქოში”. ”რეზონანსისთვის” საპატრიარქოში განუცხადებიათ, რომ დაჯილდოება მანამდე იყო დაგეგმილი.
10 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი. მან ისაუბრა 7-8 მაისს ღამით ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მომხდარზე და სახელმწიფოს ვალდებულებაზე მსგავს ვითარებაში.
დღევანდელი პრესა 6 მაისის მოვლენებს ეხმაურება. წერენ როგორც პოლიციის აღლუმზე, ისე საპროტესტო აქციის დეტალების შესახებ. ”აღლუმი ქვების სროლისა...”, ”უზნეობის აღლუმი”, ”ხელისუფლებამ ოპოზიცია გიორგობას კიდევ ერთხელ დაარბია”, ”ხალხის და პოლიციის ერთად ზეიმი”, ”ქუჩა და მისი წესები” - ასეა დასათაურებული სტატიები.
დღევანდელი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი უჭირავს პოლიციის აღლუმისათვის მზადებას. სხვადასხვა გაზეთები ამ თემას განსხვავებული კუთხით აშუქებენ. ”რეზონანსით” დავიწყოთ, რომელიც სტატიას ასე ასათაურებს: ”პოლიციის აღლუმი შარშანდელი დარბევის წლისთავზე”.
6 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშზე - ”აგვისტოს ნანგრევებში”.
დღევანდელი ”რეზონანსი” დაწვრილებით აღწერს 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოწყობილ აქციასა და დაპირისპირებას. სტატიის სათაურია ”მსოფლმხედველური დაპირისპირება ილიაუნთან - აყალმაყალის ფონზე ”სადავო” წიგნის ლამის მთელი ტირაჟი ორიოდ დღეში გასაღდა”.
უკვე დადგა წელიწადის ის დრო, როცა ბავშვების კიდევ ერთი თაობა მიდის საქართველოს სკოლებში. როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა სკოლა, რით უნდა იხელმძღვანელოს მან და ზოგადად, რა ვითარებაა დღეს სკოლაში?
4 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ციხისთავი, ”კავკასიის ქალთა ქსელის” ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ოკუპირებულ რეგიონებში.
წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებით; არჩევნების შემდგომ, გაყალბების შემთხვევაში, სავარაუდო ნაბიჯებზე მსჯელობით; თბილისის მოქმედი მერის პიარის განხილვით არის გაჯერებული დღევანდელი პრესა. ვიდრე საარჩევნო ამბების გაშუქებაზე გეტყოდეთ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ინტერვიუს აშშ ელჩთან საქართველოში - ჯონ ბასთან.
30 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გურამ წიკლაური, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის უფროსი. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რიგ რაიონებში მწვავდება საშიში ქვეწარმავლების კონტროლის საკითხი.
დღეს პრესა ეხმაურება შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდე ტალიავინის, გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ”საქართველომ - ტერიტორია, რუსეთმა ნდობა დაკარგა” - ეს ”24 საათის” სათაურია, ”რეზონანსის” პირველ გვერდზე კი წაიკითხავთ: ”ტალიავინიმ ომის გაჩაღებაში ევროსაბჭოშიც დაგვდო ბრალი”.
პოლონელ პოლიტოლოგს 10 აპრილის ტრაგიკული ამბის შემდეგ აფიქრებს როგორც პოლონეთში პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნების საკითხი, აგრეთვე ის, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლონეთის როლი საერთაშორისო ასპარეზზე.
ევროპაში ენერგეტიკული პროექტებისა და ”მისტრალის” ისტორიის ფონზე რუსეთის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შეცვლის ტალღა გაგრძელდა უკრაინაში და, როგორც ბევრი ვარაუდობს, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შერბილებისკენ მიდის პოლონეთი. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა საქართველოზე, მის ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ზოგადად, მომავალზე?
28 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გუგული მაღრაძე, ”ქალთა პარტიის” ლიდერი. გუგული მაღრაძე თვლის, რომ ვიდრე ქალებს საქართველოს პოლიტიკაში არ უკავიათ სათანადო ადგილი, საჭიროა ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარება.
ჩამოტვირთე მეტი