უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
”რეზონანსი” დღეს წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ბათუ ქუთელიას ვლადიმერ ჩაჩიბაიათი შესაძლო შეცვლის შესახებ. გაზეთი მკითხველს შეახსენებს: ”ჩაჩიბაია ჯერ გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, თუმცა თანამდებობა მან ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირების გამო დატოვა”.
პოლონეთში 10 აპრილის ტრაგედიის გამო გლოვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ართმევს თავს გამოწვევებს პოლონელი ხალხი და რა არის მათი მთავარი იარაღი კრიზისულ სიტუაციაში? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცუცქირიძე.
22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივაზე.
20 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ვასილ გონაშვილი, სამართლის დოქტორი. მან ისაუბრა, თუ რა ვითარებაში, რა პირობების არსებობის შემთხვევაში დგება საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი კონსტიტუციის შექმნის საკითხი ქვეყანაში.
ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება. ქართულ პრესაში აქტუალურია ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმების საკითხი. დღეს ამის შესახებ არაერთ გაზეთში წაიკითხავთ. თუმცა, ვიდრე ამ თემას შევეხებოდე, თქვენს ყურადღებას ”კვირის ქრონიკის” ერთ ინტერვიუზე შევაჩერებ.
16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა მიქელაძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ქსელის დირექტორი. სტუმარმა ისაუბრა არჩევნების მონიტორინგის მნიშვნელობაზე.
ოპოზიციის ამბები დღეს არაერთი გაზეთის მთავარი თემაა: ვინ რას აპირებს, ვინ ვის რაზე უთანხმდება და ვინ როგორ ემზადება არჩევნებისთვის? ”ყველა სიახლეს” სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა: ”ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ყველას უნდა დავანახვოთ, რომ არსებობს რეალური, ძლიერი ალტერნატივა, რომელიც ნამდვილად პროდასავლურია.
რამდენად გაიზარდა საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორის აქტიურობა ეროვნულ უმცირესობებში ქართული ენის პოპულარიზაციის თვალსაზრისით? ერთი საკითხია, რომ მოქალაქე თავად უნდა იყოს დაინტერესებული სახელმწიფო ენის ცოდნით, მეორე კი ის - რამდენად გაიოლებულია მსურველისთვის ამ მიზნის მიღწევა.
ვაშინგტონში დასრულდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოწოდებამ ბირთვული მასალების დაცვის შესახებ მსოფლიოს 47 ქვეყნის ლიდერთა სრული მხარდაჭერა დაიმსახურა.
14 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლალი ეზუგბაია, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი. სტუმარმა ისაუბრა ენაში ნორმების დამკვიდრების პროცესზე და ტიპურ შეცდომებზე.
”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს: ”ლევან გაჩეჩილაძე კენჭს ოქრუაშვილის პარტიიდან იყრის?!”. ავტორი წერს, რომ „ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და ამის თაობაზე დამაჯერებელი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა პრესაში გაჩნდა დაუზუსტებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს და რომ პარტიის მერობის კანდიდატი, შეიძლება, სწორედ ლევან გაჩეჩილაძე იყოს”.
2007 წლის გაზაფხულზე პოლონეთის პირველმა ლედიმ, მარია კაჩინსკამ რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. მათ შორის იყო ჩვენი რადიოს კორესპონდენტი.
12 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი. მან ისაუბრა 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პოლონეთში არსებულ ვითარებაზე.
დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუს შესახებ. ჟურნალისტები წერენ ოპოზიციაში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაზე. პრესაში გაეცნობით ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
8 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ანა აბაშიძე, სახალხო დამცველის აპარატში არსებული ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის იურისტი. მან ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, რომლებიც 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშშიც შევიდა.
”750 ქართველი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ზონაში მიემგზავრება” - წაიკითხავთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. სტატიაში უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის - ირაკლი სესიაშვილის - მოსაზრებას წაიკითხავთ. ის სვამს კითხვას
6 აპრილს რადიო თავისუფლების დილის ეთერის სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ის ნატოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა ავღანეთში.
სააღდგომო დღესასწაულის გამო ამ ორშაბათს, ტრადიციულად, ბევრი გაზეთი არ გამოსულა. 5 აპრილს დილით მხოლოდ ორი გაზეთი გამოვიდა - “კვირის პალიტრა” და “პრაიმ-ტაიმი”. “კვირის პალიტრაში” საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ქვეყნდება.
2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კონსტანტინე კანდელაკი, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
ჩამოტვირთე მეტი