უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ დაინტერესდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით 2017-18 წლებისთვის. ერთი მხრივ, ორგანიზაციამ შეისწავლა ეს ორი დოკუმენტი, მეორე მხრივ კი - მათი შესრულების ხარისხი.
„საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა“ გაავრცელეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც მოითხოვენ, რომ თბილისის მერმა და მისმა მოადგილეებმა იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით:
„სახელმწიფო, როგორც სასამართლო, ისე პროკურატურა, გვეუბნება - მაკო გომურმა თვალი რომ დაკარგა, ეს დანაშაული არ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გიორგის [სულაშვილი] მაგალითზე“, - აცხადებს საიას თავმჯდომარე, სულხან სალაძე.
კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი, ანდრო გოცირიძე 28 ოქტომბრის კიბერშეტევას სხვადასხვა კუთხით აფასებს - რადიო თავისუფლების ეთერში ის ლაპარაკობს როგორც შეტევის ტექნიკური სერიოზულობის ხარისხზე, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტშიც აფასებს ამ მოვლენას:
„როგორც ქრისტემ გამოყარა მათრახით მევაჭრეები ტაძრიდან, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს, ოღონდ - მისტიკურად, თუ შეიძლება ასე ითქვას."
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ირაკლი იზორია და გარემოს დაცვის პოლიტიკის საკითხების ექსპერტი, გიორგი გარდავა რადიო თავისუფლების ეთერში საქართველოში გარემოს აზბესტით დაბინძურების არასათანადო მონიტორინგსა და რეგულაციაზე ლაპარაკობენ.
ამერიკელი მკვლევრის, ლუკ კოფის მორიგი იდეა: „შეთავაზება: ამერიკის ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნონ საქართველოში და იქცნენ „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად, იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს რეაგირება.
24 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პროკურატურიდან წასული სალომე ადეიშვილის „ფეისბუკის“ პოსტზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს პარლამენტსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
ერთი თვეა თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ დევნილები. მიზეზი დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესის მიმდინარეობაა. დევნილთა 90 ათასი ოჯახიდან დაახლოებით ნახევარია დაკმაყოფილებული.
არჩილ იაკობაშვილი პოლიციელებმა 2004 წლის 4 ივლისს დააკავეს მუხიანის დასახლებაში. მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვა. არჩილ კობიაშვილი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
22 ოქტომბერს, სირიის დროით 20:00 საათზე იწურება ცეცხლის შეჩერების ხუთდღიანი ვადა, რომელსაც დათანხმდა თურქეთი იმ პირობით, რომ სირიის ჩრდილოეთს დატოვებენ ქურთი მეომრები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს. ცეცხლის შეჩერებაზე შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში შუამავალი შეერთებული შტატებია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბერიკა შუკაკიძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს გზებზე, რომლებმაც ბავშვებისთვის საინტერესო უნდა გახადოს სკოლა.
„ეს პროექტი რომ განხორციელდება, ამას წყალი არ გაუვა - ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში. აქ მთავარი ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დავკარგოთ", - ამბობ გიგლა მიქაუტაძე "დილის საუბრებში".
შტეფან მაისტერი, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი მრავალი წელია იკვლევს საერთაშორისო ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში მუდმივად იყო რუსეთი და მისი პოლიტიკა.
დიღმის ტყეპარკის დაცვისთვის ბრძოლა გრძელდება. ერთ მხარესაა კერძო მესაკუთრის უფლებები და ინტერესი - საკუთარი ბიზნეს-მიზნებისთვის გამოიყენოს გამწვანებული ტერიტორია და ააშენოს იქ სარესტორნე კომპლექსი, მეორე მხარესაა მწვანე ზონის შენარჩუნების საჯარო ინტერესი.
„ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ თბილისის ოფისის დირექტორი, შტეფან მაისტერი თვლის, რომ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ არის ზეწოლა დასავლეთისგან, რომ ეს ქვეყნები ელაპარაკონ რუსეთს. შტეფან მაისტერთან ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ: https://bit.ly/2qcHlHX
თითქმის რვა წელიწადია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აწარმოებს სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს.ბოლო, მე-13 ანგარიში მოიცავს 2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს.
ჩორჩანაში დღეს 19 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, ჩორჩანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, ლელა მულაძე 10 ოქტომბერს რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმარი იყო. ის თბილისში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩავიდა. ლელა მულაძე სოფლის მდგომარეობას აღწერს:
„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა - ელენე ქორიძემ და თამთა ჭელიძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკეს პროექტზე - „მობილური ოთახი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს აფასებს და თვლის, რომ პარლამენტმა არ უნდა აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატები.
ჩამოტვირთე მეტი