უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები ძალიან, ძალიან გაყალბდა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკის მკვლევარი. რამდენიმე დღის წინ მან Civil.ge-ზე გამოაქვეყნა სისტემური ანალიზი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე.
"დიახ, მე ზედმეტად მიამიტურად ვუყურებდი ივანიშვილის მოძრაობებს. ყველაფერს ჩემი არშინით ვზომავდი და ვერ წარმომედგინა, რომ ქართველ ადამიანს შეიძლება ასეთი ბოროტი ზრახვები ჰქონოდა საკუთარი ქვეყნის მიმართ" - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების მიერ წერილობით გაგზავნილ ერთ-ერთ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილი.
"ახალგაზრდებმა უნდა სძლიონ საკუთარ ფიქრებს, უნდა მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და თქვან - დიახ, ჩვენს ბიულეტენს ვაგდებთ დასავლეთის „ყუთში“ და არა რუსეთისაში!" - ეუბნება რადიო თავისუფლებას იონას ჰაფსტრომი, შვედეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.
„ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან „გლობალური ომის პარტიის“ ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი უცნაური შეთქმულების თეორია“ - ეუბნება რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ მომავალს და ირწმუნეთ, რომ გაქვთ მისი მიღწევის ძალა. ეს ორი რამ თუ გეხსომებათ, გამოგივათ...“
„ვიმედოვნებთ, რომ, არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, საქართველოში იქნება დემოკრატიის საფუძვლების დასუსტებიდან შემობრუნების პროცესი. ოცდაათი წლის შემდეგ ასეთი რამ გასაკვირია ქართველებისთვის და ასევე, ეს არ არის ის, რასაც ევროპაში მოელოდნენ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟოაო გომეშ კრავინიო,
მოლდოველი უფლებამდაცველისა და მკვლევრის, ოტავის უნივერსიტეტის დოქტორანტ ვეაჩესლავ (სლავა) ბალანის თქმით, მოლდოვასა და საქართველოს რეალობას შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ მოლდოვას არ გააჩნია საზღვარი რუსეთთან. ეს ფაქტი დიდწილად განაპირობებს მისი ტერიტორიული პრობლემების სპეციფიკასაც.
„ივანიშვილმა თავისი და საკუთარი პარტიის მომავალი, აგრეთვე ქვეყნის მომავალი სასწორზე დადო იმგვარ კრიზისში შეყვანით, რომლიდანაც რთულია გამოსვლა ისე, რომ ვინმემ სახე არ დაკარგოს. ამას კიდევ დიპლომატიურად აღვწერ, თორემ შეიძლება უარესიც მოხდეს" - უთხრა რადიო თავისუფლებას სტივენ ბლოკმანსმა,
„თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი,
ბუნდოვანი, დამაზიანებელი, დისკრიმინაციული, მსუსხავი, არასაჭირო, უკიდურესად მძიმე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებას, გაუმართლებელი - ასეთია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორის მატეო მეკაჩის შეფასებები ე.წ. "აგენტების კანონზე",
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა და მედეგობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის სათანადოდ მოწესრიგებაც ევალება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამ ეტაპზე ლაპარაკია ყოვლისმომცველი, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად საჭირო სადისკუსიო პროცესის უზრუნველყოფაზე.
ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტიკის მკვლევარი, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი - ფრენსის ფუკუიამა დარწმუნებულია, რომ ლიბერალური დემოკრატია მმართველობის საუკეთესო სისტემაა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს:
28 მარტს CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა პარტნიორები, რომ რუსეთი მაისის ბოლოს ან ივნისში კონტრშეტევებისთვის ემზადება.
"არსებობს სულ უფრო მზარდი გაგება იმისა, რომ ამ ომის ნებისმიერი დასასრული უკრაინის ცალსახა გამარჯვებისა და რუსეთის ცალსახა დამარცხების გარდა, მიუღებელია, რადგან ამის გარეშე დასასრული არ იქნება" - ეუბნება კიმ კემპბელი, კანადის ყოფილი პრემიერმინისტრი რადიო თავისუფლებას.
"რუსი მიმოიხედავს გარშემო და იტყვის - „ამას რანაირად შევცვლი?“. მათ იციან, რომ არჩევნები არაფერს შეცვლის; იციან, რომ სასამართლო სისტემა არ მუშაობს - ის უბრალოდ, კრემლის ბრძანებებით იმართება. და, ისინიც რაღაცნაირად ნებდებიან. ეს არის ჩემთვის ყველაზე სევდიანი რამ რუსეთის შესახებ"
როგორ ამოვიცნოთ პოპულისტები, რომლებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში "ჭეშმარიტ ხალხად" და "მტრებად" დაყოფისა და დაპირისპირებისთვის წირავენ საზოგადოებას? - ამის შესახებ ესაუბრა რადიო თავისუფლებას ტომ ჯ. პალმერი, ამერიკელი თეორეტიკოსი, "ატლას ნეტვორკის" ვიცეპრეზიდენტი და კატონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
როდის დადგება ნატოს გაფართოების შემდეგი ეტაპი და რაზე უნდა დახარჯოს საქართველომ დრო და ენერგია, სანამ მისთვის ალიანსში გაწევრიანების ფანჯარა გაიხსნება.
ვინ არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რას ითხოვს ის პოლიტიკოსებისა და პარტიებისგან და რატომ ვერ პასუხობს ოპოზიცია მის მოთხოვნებს? ყოველი არჩევნების მოახლოებისას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა (ძირითადად ე.წ. პატარა პარტიები) პრიორიტეტად აცხადებენ ელექტორატის გადაუწყვეტელი ნაწილის დაინტერესებას.
ჩამოტვირთე მეტი