უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
“დღეს პოლიტიკაში მიდიან იმიტომ, რომ ბიზნესი აკეთონ და არა პოლიტიკა. ეს თავშესაფარი უნდა მოისპოს. პოლიტიკაში წასვლის მოტივაცია რომ არის ასე ვთქვათ უზრუნველი ცხოვრების მოწყობა, ესეც გამომდინარეობს ჩვენი დაბალი ეკონომიკური განვითარებიდან", - ამბობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია "დილის საუბრებში".
საქართველოში საგზაო შემთხვევების მსხვერპლის მაღალი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მხრივ ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება.
გასულ კვირაში გამოქვეყნებულ საარჩევნო გარემოს წინასწარ შეფასებაში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა „არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული საკითხები“.
ბოლო ხანს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ გაისმა გზავნილი საქართველოს მხარესთან დიალოგის საჭიროებასა და აუცილებლობაზე.
2020 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონში“, რომლებიც ეხება ბავშვებისა და მოზარდების დაცვას „მავნე ზეგავლენის მომხდენი“ ინფორმაციისგან. კანონი იმგვარად აღწერს შინაარსობრივ შეზღუდვებს, რომ აჩენს უამრავ კითხვას მათ პრაქტიკულად შესრულებაზე.
კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 221 შემთხვევა აღირიცხა. ახალი 19 შემთხვევა 19 აგვისტოს გამოვლინდა. დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკით, 221-დან 80 პაციენტი გამოჯანრთელდა, არის 3 გარდაცვლილი.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ბელარუსში შექმნილ ვითარებას აანალიზებს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აკვირდება საერთო სასამართლოებში სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმდინარეობას. ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთა ნაწილის განხილვა ჯერაც დაუსრულებელია, მათ შორის, იმ პირების მიმართ, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა.
რას მოასწავებს ბელარუსში მიმდინარე პროცესები? რა შესაძლებლობები აქვთ ლუკაშენკასა და ოპოზიციას? რა როლი შეიძლება ითამაშოს დასავლეთმა შექმნილ ვითარებაში? რა იქნებოდა გამოსავალი ვითარებიდან? რა საფრთხეებს ქმნის რუსეთი? - უამრავი კითხვა ტრიალებს დღეს ბელარუსის პროცესების პერსპექტივაზე.
იაროსლავ რომანჩუკი, "მიზესის" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტია. 14 აგვისტოს მან მონაწილეობა მიიღო „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაში, სადაც ბელარუსში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ილაპარაკა.
გიორგი გობრონიძე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი „დილის საუბრებში“ ეხმაურება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს:
რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შემდგომ პროცესებზე, რაც ძალიან აშფოთებს დასავლეთს და ამის დასტურია 9 აგვისტოს შემდგომი მკაცრი განცხადებები.
„როგორც ზოგადად თითქმის ყველაფერზე გაიზარდა ფასები, პანდემიამ ზეგავლენა მოახდინა „ხაჭაპურის ინდექსზეც“ და ის რეკორდულად გაიზარდა მარტის თვეში", - ამბობს ია კაცია, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
ანალიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, დავით ბერიტაშვილი თავად დევნილია. 2011 წელს მას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ყოფნის გაძლიერების დინამიკის ამსახველი ფაქტობრივი მასალის ორგანიზებისა და „გუგლის“ რუკებზე დატანის იდეა დაებადა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში იხსენებს 12 წლის წინანდელ მოვლენებს და დღეის გადასახედიდან თვლის, რომ საქართველო არაფერს აკეთებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად და დროის დინებასთან ერთად ყოველ წამს კარგავს აფხაზებსა და ოსებს.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, არინა თავაქარაშვილი მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას აფასებს და თვლის, რომ მნიშვნელოვანია, როგორ სახეებს სთავაზობს პოლიტიკური სპექტრი ამომრჩევლებს და რამდენად გახსნილია პოლიტიკური ასპარეზი ახალი ადამიანებისთვის.
საქართველოში ბევრს მსჯელობენ იმაზე, რა შეუწყობდა ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას და უმთავრეს გამოწვევად ამ სფეროში განათლება სახელდება.
რამდენიმე დღის წინ „საქსტატმა“ გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2020 წლის ივნისის წინასწარი შეფასება.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე რადიო თავისუფლების ეთერში დადებითად აფასებს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის დასრულებას.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე მეათე წელია ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ორიოდე დღის წინ IDFI-მ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი