უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა ორ კანონში - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების ინიციატივით და ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ჰყვება პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება და კოვიდ-19-ის კონტექსტით გამოწვეული შრომითი დავების მოგვარებისთვის უფასო მედიაციის სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.
„გონივრული იქნება, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარი და მართლაც, როგორც დაპირებას იძლევა, გაიტანოს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მათზე, მათ რეიტინგზე და მათ რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, თუკი კიდევ რაღაც სიურპრიზები იქნება ამ პროცესში", - აცხადებს მიხეილ ბენიძე.
“ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგის შედეგები. დოკუმენტში სამართლებრივად არის გაანალიზებული პოლიტიკური პარტიების ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები.
სახალხო დამცველი თვლის, რომ შეკრების თავისუფლების რეალიზაციის მხრივ არსებობს ხარვეზები როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკის კუთხით. სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ რადიო თავისუფლების ეთერში ილაპარაკა იმ ძირითად მიგნებებზე, რაც გამოიკვეთა სპეციალურ ანგარიშზე მუშაობისას.
18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულმა სამმა პირმა - ერთმა ჟურნალისტმა და აქციის ორმა მონაწილემ: თამარ ბაღაშვილმა, ლექსო ჩანქსელიანმა და დავით შეყილაძემ.
ვიდრე წინასაარჩევნო მედიაგარემოზე შევუდგებოდით საუბარს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი, მამუკა ანდღულაძე გამოეხმაურა ფაქტს, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში პირის დაკავებას ეხება:
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე აღინიშნა. ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შშმ პირთა უფლებების აქტივისტებმა ამ დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს ხელისუფლებას.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გამოაქვეყნა კრიტიკული შეფასება თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP) უკვე მეოთხე წელია ატარებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვებს. უახლესი გამოკითხვის შედეგები, რომელიც 20 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და რომელშიც 52 რესპონდენტი მონაწილეობდა, კვლავ COVID-19-ის პოლიტიკურ ეფექტს შეეხებოდა.
დასამალი არ არის, რომ ბოლო ხანს საჯარო სივრცე პრაქტიკულად დაცლილია საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე დისკუსიისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების უმთავრესი გამაპირობებელი, გაქრა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ლაშა ძებისაშვილი ნატოში ინტეგრაციის შესაძლო გზებზე:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, სანდრო ქევხიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ გამოკითხვამ საზოგადოების მიერ კორუფციის პრობლემის აღქმის მხრივ მნიშვნელოვნად გაუარესებული სურათი აჩვენა:
იერუსალიმის ჰადასას სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტის, ქეთი ბურდულაძის თქმით, იმის გამო, რომ, თავად დაავადების მკურნალობისა თუ პროფილაქტიკის საშუალებები კვლავაც დაუდგენელია, სამედიცინო პერსონალი რთულ ვითარებაში აგრძელებს მუშაობას:
„მთავარია, გავიაზროთ რატომ და რისთვის იღებს გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“, იქ ერთი ადამიანი წყვეტს ამ ყველაფერს - ბიძინა ივანიშვილი. ყველა მისი გადაწყვეტილება, ჩემი დაკვირვებით, არის ტაქტიკური. მისი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება", - ამბობს გიორგი რუხაძე.
„თუ ეს ქვეყანა რამენაირად ვითარდება, თუ ამ ქვეყანაში რამე სახის პროგრესი ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ბიზნესის, თავისუფალი ადამიანების, არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის ძალიან დიდი დამსახურება“, - აცხადებს რადიო თავისუფლების ეთერში ქეთევან კრიალაშვილი.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვედურ-ქართულმა კომპანია „ნეირონმა“ საქართველოში დააფუძნა ხელოვნური ინტელექტის აკადემია. მისი რექტორია ლევან ბოძაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლების მსმენელი იცნობს პოლიტიკიდან - როგორც კონსტიტუციონალისტს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს.
კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ბევრის მოლოდინი იყო, რომ გავიდოდა ორი-სამი თვე და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიგს დაუბრუნდებოდა. NCDC-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
როგორ და რა კრიტერიუმით ფასდება საქართველოში პარლამენტარის საქმიანობა და როგორი უნდა იყოს მისი ყოველდღიურობა, საკომიტეტო თუ პლენარული სხდომების მიღმაც? ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ შეისწავლა საქართველოს პარლამენტის 2019 წლის შემოდგომის სესიის პერიოდის საქმიანობა:
"ვადა, რომელიც ამ საქმეთა განხილვას სჭირდება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობას თავისი რვაწლიანი საქმიანობის პროცესში დარღვევები არ ჰქონია და ამიტომ კარგად არის საქმე. ეს ასე არ გახლავთ", - ამბობს ლია მუხაშავრია.
დღეს საზოგადოების ინტერესი კომპანია "ფრონტერას" მიმართ სწორედ ამერიკელი პოლიტიკოსების წერილებმა და სტოკჰოლმის არბიტრაჟში საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილმა სარჩელმა გააღვიძა. “ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ ხელმძღვანელი ზაზა მამულაიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება:
ჩამოტვირთე მეტი