უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ჯანდაცვის საკითხის მიღმა ყველაზე მძიმე შედეგი კორონა-პანდემიამ ეკონომიკას მოუტანა. რამდენად შეიძლება ეს აისახოს საერთაშორისო ურთიერთობებზე, პრიორიტეტებზე, კონფლიქტებზე, საქართველოს უსაფრთხოებაზე? შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) აღნიშნა ძალიან საინტერესო გამოცემით - მემორიალური ალბომით, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, 1924 წელს დახვრეტილ ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის გასვლა „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ აქტუალურია საქართველოსთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა მაიკ პომპეოს განცხადებაში იყო ნახსენები:
საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს მიიღო ახალი „ტყის კოდექსი“, რომელიც 99 მუხლისგან შედგება და ტყის რესურსის მართვის სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ამ სფეროს უამრავ ნიუანსს ეხება, საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია მისმა მე-15 მუხლმა:
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ეხმაურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჯუმბერ მილაძის გარდაცვალების ფაქტს,
ორი დღის წინ ახალგორის სოფელ ალევის მცხოვრები 63 წლის ჯუმბერ მილაძე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას, გზაში გარდაიცვალა.
"მე მგონია, რომ ოპოზიცია დაუშვებს დიდ შეცდომას, თუ ის ეჭვის ქვეშ დააყენებს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არ დაუჭერს მას მხარს, მიუხედავად იმისა, რურუა იქნება თუ არა გათავისუფლებული. არ შევდივარ ახლა რურუას გათავისუფლების საკითხზე მსჯელობაში", - სულხან სალაძე.
მოძრაობა „დააპაუზე უფასოდ“ მოუწოდებს ხელისუფლებას საფინანსო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი პირებისთვის მოცემულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება.
"ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ კრიტიკას, რომელიც ყველაზე მეტად მთავრობას ეხება. თუ ხელისუფლება არ ეთანხმება რაღაც ნაწილში ამ კრიტიკას, მას ყველა ბერკეტი აქვს, რომ სხვა ინფორმაცია მიაწოდოს და გადაარწმუნოს ეს ხალხი", - კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლების ეთერში.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია თვლის, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ინიციატივები, რომლებიც ამა თუ იმ დარგის სტიმულირებას ეხება, პოპულისტურია და ყველაზე სწორი, რისი გაკეთებას მთავრობას შეუძლია, არის ის, რომ არ ჩაერიოს ეკონომიკაში:
ერთი კვირის წინ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გამოაქვეყნა 32-გვერდიანი ანგარიში - „გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება“. ამ დოკუმენტს ბოლო დღეების პოლიტიკურ დისკუსიებში ხშირად ახსენებდნენ. რა წერია ანგარიშში?
„ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენას და გვენანება ამ შანსის დაკარგვა. გვენანება, რომ, რა პროგრესსაც ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ, გვეკარგება“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი.
13 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდაჭერის კამპანიაში ჩაერთვნენ ონლაინ-გამოცემები და 10:00 საათიდან თავიანთი ვებსაიტების ე.წ. გამხსნელი ფოტოები აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერი ფოტოთი შეცვალეს.
„საქართველოს უჭირავს საშუალო ადგილი კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადების თვალსაზრისით“, - აცხადებს ანდრო გოცირიძე, კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი რადიო თავისუფლების ეთერში. ის აღწერს კიბერსაფრთხეებს და იმ სკანდალების უკან არსებული საფრთხის სტრუქტურას, რომელიც საქართველოს შეეხო და მუდმივად ემუქრება.
რას შეიძლება ველოდეთ ეკონომიკის გახსნისგან? „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტ გია ჯანდიერს იმედი აქვს, რომ გამოსავალს და მეტიც, წარმატებისკენ გზას ისევ კერძო ბიზნესი გამონახავს:
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი თვლის, რომ მთავარია არა დახმარების მოცულობა, არამედ ის, თუ რა მიზნების მიღწევას ემსახურება ეს ფინანსური რესურსები. პიტერ ვიბლერთან ონლაინინტერვიუ გასული კვირის ბოლოს, 8 მაისს არის ჩაწერილი. გთავაზობთ მის სრულ თარგმანს:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არინა თავაქარაშვილი წლებია ურთიერთობს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან. ცალკეული გამოკვლევის მიღმა მას მუდმივად აქვს ურთიერთობა ამ ადამიანებთან.
2008 წლის ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზისპირა სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკარელებს რამდენიმე წელიწადი დასჭირდათ თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ტერიტორია სრულიად უკონტროლო იყო.
რატომ იყო მნიშვნელოვანი, რაც „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ გააკეთა, როგორც თვითონ უწოდებს, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ აღსაკვეთად და რაც უკავშირდებოდა საქართველოსაც? რით განსხვავდებოდა 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული წმენდის საქართველოს ეპიზოდი მიმდინარე წლის აპრილის ეპიზოდისგან?
ჩამოტვირთე მეტი