რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით 9 ნოემბერს, გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია რვა საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების შესახებ. სააგენტოების ინფორმაციით, მათი გათავისუფლება მეთორმეტეკლასელთა საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
პარლამენტის წინ შეკრებილი თბილისის სკოლების რამდენიმე ათეული მეთორმეტეკლასელი 2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ რვა გამოცდის ჩაბარებას, მით უმეტეს საბუნებისმეტყველო საგნებში, ისინი ვერ მოახერხებენ.
„ქართული აკადემია“ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისაგან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლას მოითხოვს და მათ მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს.
სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.
პირველი ნოემბრიდან თბილისში ავტობუსის ხაზების რაოდენობა 125-დან 92-მდე შემცირდა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება მგზავრთა ნაკადზე დაკვირვების შედეგად განხორციელდა. მგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ავტობუსის ხაზების შემცირებით უკმაყოფილოა.
პირველ ნოემბერს „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“ კიდევ ერთხელ იქცა განხილვის თემად პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც მედიამფლობელების ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას შეეხება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ ვინ არის კონკრეტული მედიასაშუალების კონკრეტული მფლობელი.
რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი იყო საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია თომაძე. 23 ოქტომბერს, საქართველომ „ორგანოთა დონაციის მე–12 ევროპულ დღეს (12th EODD)” უმასპინძლა, რომლის ძირითადი მიზანი ტრანსპლანტაციის მნიშვნელობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.
უნდა ვაღიარო, რომ რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. იმიტომ კი არა, რომ ვერ ვიპოვე, არა, სულაც არა. ისინი მრავლად იდგნენ პოლიციის აკადემიის მთავარ ჭიშკართან, მზის გულზე. ზოგი ტესტირებაზე შესვლას ელოდა, ზოგი უკვე გამოსულიყო და ასე ვთქვათ, შიგნიდან გამოტანილ ამბებს ყვებოდა.
რადიო ”თავისუფლების” დილის სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის ”კანონი ხალხისათვის” ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი. აგვისტოს თვიდან ამოქმედდა იურიდიული სერვისი, რომელიც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვისაა განკუთვნილი.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მომავალი წლის ბიუჯეტში პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაზრდას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ხელისუფლების ტყუილია. გიორგი ახვლედიანი ამ სარეზერვო ფონდებს ჯიბის ფულს უწოდებს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და მისი ქართველი კოლეგის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი გახდა.
საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის ვიზიტს დაემთხვა საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობათა ფონდის, ”გეოთურანის”, პრეზენტაცია, რომელსაც ”ევროპის სახლმა” უმასპინძლა.
2009 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას ტრაქტატის ხელმოწერისაკენ მოუწოდა. რა მნიშვნელობის მატარებელია ივერიელთა ახალი ტრაქტატი, როგორ აფასებს აღნიშნულ დოკუმენტს საზოგადოების ნაწილი?
12 ოქტომბერს დაასრულა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარე წლის მატჩები. ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს 6 ქულით.
რვა ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.
8 ოქტომბრიდან საქართველოში კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.
5 ოქტომბერს დაკავებული ”კიდობნისა” და ”პასაჟის” რამდენიმე ათეული თანამშრომლიდან, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალად წაუყენა ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენება, რამდენიმე მალევე გაათავისუფლეს.
6 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან, გარდა პირველადი მოხმარების წამლებისა, იკრძალება მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა.
რვა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების პაკეტზე მუშაობა დაასრულა. ერთობლივი პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფებმა სამი თვის განმავლობაში შექმნეს, 4 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს წარუდგინეს.
ჩამოტვირთე მეტი