რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ არ იცის, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელის.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები და მათი მშობლები ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“ საქართველოში ჩამოტანასა და მკურნალობის დაწყებას სექტემბერში ელიან.
ბოლო ორ კვირაში აჭარაში მატარებლის შეჯახებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი შემთხვევა ჩაქვში მოხდა, ერთი - ბათუმში, მწვანე კონცხთან. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 16 წლის გოგოა.
ემიგრაციაში მყოფ 43 წლის ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ორი დღე გაგრძელდა.
საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი, სუროგაციის პროგრამაში ჩართული ქალები, ორ წელზე მეტია დამამცირებელ მოპყრობასა და ექსპლუატაციაზე ლაპარაკობენ. მათ შორის რამდენიმეს 2025 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსიც კი მისცეს.
ოთხი მუხლით წარუდგინა ბრალდება პროკურატურამ 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ერთი, 17 წლის ბიჭი, დაიღუპა.
შანიძის 13-თან, წითელი აგურის სახლის ფანჯრების გისოსებზე ჯერ ისევ შერჩენილია პოლიციის ყვითელი ლენტები, რომლებიც, 22 ივლისის საღამოს, მას შემდეგ გააბეს, რაც რამდენიმე მეტრით ზევით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა. მათ შორის ერთი, 17 წლის მოზარდი, კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა - იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. ჯერჯერობით ის მხოლოდ აჭარაში დაბადებულ ჩვილებს დაეხმარება. იდეის ავტორები ამბობენ, რომ რძის კიდევ ერთი ბანკი მალე თბილისშიც გაიხსნება.
ირანის 37 წლის მოქალაქე იმან ასღარი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში ელოდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - გააძევებენ თუ მისცემენ საქართველოში დარჩენის უფლებას.
სოციალურ ქსელში მათ „Zara-ს სასიკვდილო შარვლები“ შეარქვეს. ბოლო დღეებში, მილიონობით ნახვას აგროვებს ვიდეოები, სადაც ქალები, რომლებსაც ეს, ფართო ტოტებიანი შარვლები აცვიათ, ძირს ეცემიან და თავ-პირს იმტვრევენ. ამაზე წერს The Guardian, CBC News, CNN და არამხოლოდ ეს დიდი გამოცემები.
35 წლის შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო 90-იან წლებში სვანეთში 9 წლის ბავშვის სისტემატური გაუპატიურების შემთხვევაზე. როგორ წავა საქმე, რომლის მთავარი მოწმე ჰყვება არა მხოლოდ გაუპატიურებაზე, არამედ იარაღით მუქარაზე, ძალადობის სხვა შემთხვევებსა და სოფლის დატოვების იძულებაზე?
თუკი ამინდის პროგნოზის აპლიკაციებში ჩაიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ თბილისში ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულს აღწევს - 14 ივლისს, დღის საათებში ის 70%-მდე ავიდა. კლიმატოლოგების შეფასებით, ზაფხულში, მაღალი ტენიანობისას, ადამიანებს სიცხე კიდევ უფრო რთულად გადააქვთ.
სათათბიროდ გასული მოსამართლე მანუჩარ ცაცუა, სასამართლოს 41-ე დარბაზში 5 წუთში შემობრუნდა და გადაწყვეტილებაც შემოიტანა - მუსიკოსი მაია დარსმელიძე დაჯარიმდეს 2800 ლარით, წვრილმანი ხულიგნობისთვის, კონკრეტულად კი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, ნინო ჯღარკავას სიტყვიერი შეურაცხოფისთვის.
გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულმა „დემოგრაფიული მომავლის კვლევამ" აჩვენა, რომ მცდარია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ახალგაზრდებს აღარ მოსწონთ ოჯახური ცხოვრება და შვილების გაჩენაც ნაკლებად უნდათ.
ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მარიჯანის 4 ნომერში, 14-სართულიან კორპუსში მცხოვრები 100-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. 6 ივლისს, თბილისში მოსული ძლიერი წვიმის დროს ეზოს ნაწილი, კორპუსიდან 20 მეტრში დაგეგმილი მშენებლობის საძირკველმა ჩაიყოლა.
2000 ლარით დააჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი მელითაური, რომელსაც შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფეისბუკში ფოტოგრაფის, ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას, წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი 20 წლის ფატიმა კერიმოვა, აზერბაიჯანის პატარა ქალაქის სასაფლაოზე, უმცროსმა დამ 30 ივნისს დაკრძალა. მისი ცხედარი, ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში, პოლიციამ 26 ივნისს, საღამოს აღმოაჩინა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
საქართველოში, სუროგატი ქალებისა და ბიოლოგიური მშობლების თანხების მითვისებისთვის ბრალდებულ „ქინდერლის“ დამფუძნებლებს, 29 ივნისს 10-10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება, ამ ეტაპზე ვერ შედგა - დაზარალებულები იმედს არ კარგავენ, რომ დაკარგულ ჰონორარს დაიბრუნებდნენ.
ფეისბუკში ჟურნალისტის, ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 53 წლის ხელოსანი, ზურაბ ოსიყმაშვილი, 2000 ლარით დააჯარიმა. 25 ივნისს სასამართლო სხდომაზე ის მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა.
ჩამოტვირთე მეტი