რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური, აზერბაიჯანული სამსახურების და რადიო ”ეხო კავკაზას” ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემაა საახალწლო ფასები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გადაცემა რადიო თავისუფლების თბილისის, ბაქოსა და ერევნის ჟურნალისტებმა მოამზადეს.
ამ დღეებში, საფრანგეთის ქალაქ სორეზში დასრულდა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების, ავსტრალიის და აშშ-ის ათობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტულუზის მახლობლად მდებარე სორეზი მე-8 საუკუნეში ბერებმა დააარსეს.
საქართველოს პარლამენტმა 24 სექტემბერს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. მის მიმართ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კი მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
საქართველოში, სადაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო, საჯარო განხილვა თითქმის დასრულებულია, მედიის ექსპერტები ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებენ.
”სუბელიანს ხსნიან?” - ეს შეკითხვა გაზეთ ”რეზონანსის” 28 აგვისტოს ნომრის პირველ გვერდზეა გამოტანილი. გაზეთი წერს თბილისიდან სოფელ ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილების მძიმე მდგომარეობისა და იმ რეაქციის შესახებ, რომელიც მოახდინა დევნილთა გამოსახლების პროცესზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ.
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის" თემაა ნარკომანია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველოს მთავრობას არცთუ იშვიათად ახასიათებს ისეთი რამ, რასაც, შესაძლოა ორიგინალურიც ეწოდოს. მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის სხდომები ბათუმში, მშენებარე სასტუმროზე და კახეთში, ტბის პირას...
”რა საოცარი დღეა” - ასე ეწოდება ახალ სპექტაკლს, რომელსაც ”ჩრდილების თეატრი” თვეების განმავლობაში ქმნიდა. უნიკალური ქართული დასის მსახიობები მაყურებელს ჯაზის ერთი ცნობილი შემსრულებლის ისტორიას, მხოლოდ საკუთარი ხელის ჩრდილებით უამბობენ.
კავკასიური გზაჯვარედინის დღევანდელი გამოშვების თემაა კინოწარმოება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - რას, როგორ და რა სიხშირით იღებენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი რეჟისორები, რამდენად წარმატებულნი არიან, რას ფიქრობენ კრიტიკოსები და მაყურებლები თანამედროვე კინოზე...
23 აპრილს, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, ”ბარომეტრი 2009” გამოაქვეყნა. გამოკვლევის მთავარი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოება მის მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და რამდენად ხედავს ამის შესაძლებლობას.
თბილისში იმყოფებოდა ბრიტანელი მკვლევარი პიტერ დანკენი, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ, ახალ წიგნს წერს. მასში ასახული იქნება ცვლილებები, რომელიც რუსულმა პოლიტიკამ ელცინის მმართველობიდან პუტინის პრეზიდენტობამდე და შემდეგ, თავად პუტინის მმართველობისას განიცადა.
მას შემდეგ, რაც ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ”იმედმა” მოატყუა, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მიმართა. ისინი ტელეკომპანიის იმიტაციით, თუ მოდელირებით გამოწვეული შოკის მძიმე შედეგებს აღწერდნენ და უმძიმესსაც - ადამიანის გარდაცვალებას.
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამა "კავკასიური გზაჯვარედინი" ეხება მეცნიერების სხვადასხვა დარგის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და რამდენად პრიორიტეტულია სამი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მეცნიერება და მეცნიერები.
”საქართველო აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ” - ამ სათაურით საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები - “ბარომეტრი 2007 და 2008” გამოაქვეყნა. გამოკითხვა თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს უკვე ასაკოვანმა, საკმაოდ სასიამოვნო მამაკაცმა ეროვნულ არქივს 15 დიდი ალბომი პირადად მიუტანა. ეს პიროვნება ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძე აღმოჩნდა, ალბომებში დაცული რამდენიმე ათასი ფოტო კი - XIX საუკუნის ბოლოს და XX-ის პირველ პერიოდში გადაღებული.
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს არასამთავრობო სექტორმა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების დასადასტურებლად მუშაობა დაიწყო. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ათასზე მეტი ადამიანის ჩვენებებს 5 ორგანიზაცია თვეების განმავლობაში აგროვებდა
რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამა ეძღვნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებას.
სხდომა ორ თებერვალს იყო დანიშნული, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან არჩეულმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ აცნობა, რომ საქმისგან თვითაცილების უფლებას იყენებს. მოსამართლის ეს გადაწყვეტილება სტრასბურგიდან საქართველოს მთავრობას აცნობეს.
ამ კვირაში ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ მორიგი ანგარიში გამოუშვა. რამდენიმე კრიტერიუმით ორგანიზაციის ექსპერტებმა სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა "ნაწილობრივ თავისუფალთა" კატეგორიაში დატოვეს, ერთში კი კვლავ თავისუფლების არარსებობაზე მიუთითეს. ამ თემაზეა საუბარი რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივ პროგრამაში, "კავკასიურ გზაჯვარედინში".
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში პედაგოგები შეკრიბა, რათა, როგორც თავად თქვა, განათლებაზე სერიოზულად ელაპარაკათ. 40-წუთიანი მონოლოგის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის უმთავრესი პრობლემები საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველოს გადმოეცა.
ჩამოტვირთე მეტი