ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
„უხილავი ფარდის“ დღევანდელი გამოშვების სტუმარია მალტის უნივერსიტეტის დიპლომატიის კვლევის ხმელთაშუა ზღვის აკადემიის სტუდენტი ვაჟა გვარამია.
სალომე რიგვავა გაგრაში დაიბადა, ახლა გერმანიაშია, შტუტგარტში, სადაც სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საგანგებო პროგრამა გაიარა და იქვე დარჩა. 2012 წელს სალომე რიგვავამ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და ფერმწერის დიპლომი აიღო.
რატომ ისწავლა ბერძნული და გაუჩნდა სურვილი, გამხდარიყო თეოლოგი? რატომ სჯერა, რომ ვერ ილოცებ, თუ ღვთისმეტყველი არ ხარ და ღვთისმეტყველი ვერ იქნები, თუ არ ილოცე? რატომ თარგმნის თანამედროვე ბერძენ მწერლებს ქართულად და რისთვის გალობს ათენის წმინდა პანტელეიმონის ტაძართან არსებულ მგალობელთა გუნდში?..
მარიამ მაღრაძე მევიოლინეა, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ფილარმონიის ორკესტრში უკრავს და, ამავე დროს, ლონდონში, მუსიკის სამეფო კოლეჯში სწავლობს.
რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის სტუმარია გიორგი ოქროპირიძე, ვენაში მცხოვრები ქართველი თავისუფალი მხატვარი, მოქანდაკე.
რა როლს თამაშობს კულტურულ-მეხსიერებითი ძველი სტრუქტურა: როგორ ხდება მისი გამოყენება, გახსენება; შეესაბამება თუ არა ეს იმ ავთენტურ სქემას, რომელიც ისტორიულად არსებობდა?
ამიერიდან რადიო თავისუფლების ყოველკვირეულ პროგრამაში, „უხილავ ფარდაში“, რომელიც ხუთშაბათობით გადის ეთერში, შეგახვედრებთ ხოლმე უცხოეთში მყოფ ქართველ მხატვრებს, ხელოვანებს, არტისტებს. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ლოს-ანჯელესში მცხოვრები ზურაბ სუმბაძე.
უხილავი ფარდის ავტორთან, ოქროპირ რუხაძესთან ერთად, ჩიკაგოს ლოიოლას სახელობის იეზუიტური უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი, ნინი სიმონიშვილი საუბრობს კიბერუსაფრთხოებაზე.
"მეათე სტუდიის" პირველი ორი თემა დღეს სოციალური ხასიათისაა. ჯერ აჭარაში - კერძოდ, ქობულეთში - მომუშავე საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ინიციატივით გახსნილ, 50 ბავშვზე გათვლილ სკოლა-პანსიონზე გიამბობთ.
ჩვენი სტუმარია ნათია სილაგაძე, რომელმაც აშშ-ში, ჯორჯიის შტატში, ატლანტაში მოიპოვა მაღალი რისკის ორსულთა ულტრაბგერითი კვლევის სპეციალისტის ლიცენზია და იქვე მუშაობს, ნორთ-საიდის საავადმყოფოში, პერინატოლოგიის საკონსულტაციო ჯგუფში.
გასულ კვირაში უცხოეთის გაზეთები რუსეთის პოლიტიკაზე, მოლდავეთის არჩევნებსა და „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენზე წერდნენ.
ლიკა წიკლაური უკვე მეორე წელია დადის სკოლაში ინგლისის კუნძულ უაიტზე, პატარა ქალაქ რაიდში. სკოლის შემდეგ აპირებს საექიმოზე გააგრძელოს სწავლა.
ლიკა შენგელია მოსკოვში დაიბადა, იქიდან ჩამოვიდა პრაღაში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობას და დიპლომატიას სწავლობს.
თორნიკე კორძაია ოქსფორდის უნივერსიტეტში, საიდის ბიზნესის სკოლაში ემ-ბი-ეის პროგრამას გადის, ანუ ბიზნესის მართვის საქმეს ეუფლება და შემდეგ ინგლისშივე სურს გამოცდილების მიღება საბანკო სფეროში.
„უხილავ ფარდაში“ დღეს მოუსმენთ უელსის ქალაქ კარდიფის უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტ გიორგი იაშვილს. ჩვენი სტუმარი ინფორმაციული უსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვის მეცნიერებას და პრაქტიკას ეუფლება დიდ ბრიტანეთში, რომელიც იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ეს დარგი ისწავლება.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის პრესმდივანი “გაზპრომის” ლობისტ ფირმაში მუშაობს. ვიღაცას შეიძლება ეს ინტერესთა კონფლიქტად მოეჩვენოს, მაგრამ ასე არ ხედავენ ბრიუსელში, ევროკავშირში.
სალომე რჩეულიშვილი აუგსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში სწავლობს. მასთან საუბარი ნაწილია „უხილავი ფარდის“ ციკლისა, რომელიც უცხოეთში სასწავლად წასული ახალგაზრდების სარბიელია.
ჩამოტვირთე მეტი