დიდი ალბათობით, მალე რუსეთს 1300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი ექნება ნატოს ახალ წევრებთან. 29 ივნისს ალიანსმა ფორმალურად მიიწვია ფინეთი და შვედეთი.
„ევროპის კარი ღიაა. ახლა ჯერი საქართველოზეა”, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 ივნისს, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ არა კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიამ საქართველოს უთხრა: ევროკავშირის კანდიდატობა თუ გინდათ, შეამცირეთ კერძო გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგზე. ვინ არიან ოლიგარქები, როგორ უშლიან ხელს დემოკრატიას და რა უნდა მოხდეს, რომ ვეღარ შეუშალონ?
ევროკომისიის მოსაზრებაა: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს - არა. გაიგეთ რატომ.
ვეგანებისთვის მხოლოდ მცენარეებით კვება მთავარი გზაა ცხოველების წამებისგან დასაცავად. ახლა ოცამდე ახალგაზრდა ცდილობს, გაზარდოს თბილისელების მგრძნობელობა ფერმებში ფარულად გადაღებული სასტიკი ვიდეოების ქუჩაში ჩვენებით.
ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების გაძევებას ითხოვს - ქვიარების მხარდაჭერის გამო. სად აქვს დასაყრდენი ამ პოზიციას?
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა ინტერნეტით უნდა შეძლონ. რუსეთში მყოფი ქართველები ამბობენ, რომ ეს ყველას ძალიან გაუხარდება. მათ შორის იმიტომ, რომ პოლიტიკაზე თამამად ლაპარაკი მხოლოდ ვიწრო წრეებში შეუძლიათ.
Meta-მ მეტავერსის ერთპიროვნულად შექმნა გადაიფიქრა: „ის იქნება ყველასი, როგორც დღეს ინტერნეტი”. შეიძლება იმიტომ, რომ კომპანიას ფული მოაკლდა?
უკრაინაში ომის დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცი გაასამართლეს. 21 წლის სერჟანტ ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ახლა ჯერი კიდევ ორმოცდაათამდე ჯარისკაცზეა. ამ დროს, რუსეთიც ემზადება უკრაინელი ტყვეების გასასამართლებლად.
უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 100 მილიონამდე გაზარდა, - აცხადებს გაერო. ეს რეკორდია. ომებს, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ერთბაშად ამდენ ადამიანზე ჯერ არასდროს უმოქმედია.
უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა Google Play-ზე, ფეისბუკსა და კიდევ უამრავ ციფრულ სერვისზე. საპასუხოდ, რუსეთში ჩინეთის გზას დაადგნენ - ქმნიან ყველაფერ საკუთარს.
თავის კითხვარში ევროკავშირმა რამდენჯერმე, სხვადასხვანაირად ჰკითხა საქართველოს, როგორ იცავს კანონებით ლგბტქი ადამიანების უფლებებს. ქვიარ-აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაეხმარებათ თანასწორობისთვის ბრძოლაში და გაუმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას.
საქართველოში ბევრმა დაიჯერა, რომ გამდიდრების ახალი ფორმულა არსებობს: „1500 დოლარს + სიარული”. სულ ესაა? არაფერიც! ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ტრენდული აპლიკაცია STEPN-ი რამდენიმე თვეში არ გაუფასურდება.
ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობა უფრო შემწყნარებელი გახდა ლგბტ ადამიანების მიმართ. ამისდა მიუხედავად, ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ქვიარები ითხოვენ პრივილიგიებს და არა უფლებების დაცვას. თითქმის 75% უარს ეუბნება მათ ოჯახის შექმნის უფლებაზე.
„მითების დეტექტორმა“ აღმოაჩინა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ქართულ ფეისბუკზე 8 გვერდი და 22 ყალბი ანგარიში „აშავებს”. მათგან ერთი აზერბაიჯანულმა გამოცემამ ქართველ პოლიტოლოგად წარადგინა.
369 კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია, დარჩა თითქმის 2300. მაგრამ ხელისუფლება არ აპირებს იმის თქმას, თუ რა ჩაწერა კითხვარში. სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პასუხები საჯარო უნდა იყოს.
ხელისუფლების ინფორმაციით, ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილზე პასუხები უკვე მზად აქვს. მეორე ნაწილს 13 მაისამდე უნდა უპასუხოს. სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია.
მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი იყიდა. რას აპირებს და რად უნდა?
რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ, ბუჩაში ასეულობით გვამი დარჩა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ პუტინის არმიამ კიევის გარეუბანში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. თუმცა ამის ყველას არ სჯერა.
ჩამოტვირთე მეტი