წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ 2 წლის წინ უკანონო დავალება მიიღო - ფარცხალაძის 35 ცეცხლსასროლი იარაღის მის ვაჟზე გადაფორმების მოთხოვნით, რომელთაგან ხუთი დაკარგული იყო. ამბობს, რომ უარი თქვა, თუმცა დავალება სხვამ შეასრულა.
17 წლის მოზარდი არ აღიარებს, რომ გიგა ავალიანს განზრახ მიაყენა ისეთი მძიმე დაზიანება, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა. ოჯახის მტკიცებით, მას არც დაზიანების და მითუმეტეს, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ ოჯახს პროკურატურიდან აცნობეს, რომ მოზარდისთვის ბრალის დამძიმებას აპირებენ.
დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებული 17 წლის დემეტრე ჩიქოვანისთვის ბრალის დამძიმება ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ოჯახისთვის პროკურატურის „სწორ რელსებზე დაბრუნებაა“, დემეტრე ჩიქოვანის ოჯახისთვის კი - უსამართლობა, რის ფასადაც პროკურატურა სახელისა და იმიჯის გადარჩენას ცდილობს.
თუკი ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრების მოთხოვნები და პრეტენზიები როგორმე შეიძლება დასათაურდეს, ეს შეიძლება იყოს არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა, გამოძიების საწყის ეტაპზე თუ საავადმყოფოში.
დაპატიმრებული დემონსტრანტების ნაწილს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს. დეკემბერში, მათი დაკავებიდან ერთი წლისთავზე, სახელმწიფო ვალდებულია მათი ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს. ეს შეწყალება არ არის...
28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; პროკურატურა საქმეს იძიებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას არაეფექტურობაში ადანაშაულებს.
მთავარი მოწმის ჩვენებამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეში პროკურატურას საქმე გაურთულა, დაცვას კი გაუმარტივა. დაზარალებულმა თქვა, რომ პრეტენზია არ აქვს.
„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე - „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა.
პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით დააკავეს. "ქმედებას ვაღიარებ, ბრალდებას არა", - ამბობს თავად.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის 34-წლიანი კარიერა რუსეთის მოქალაქის საჩივარმა დაასრულა. პოლიციის პოლკოვნიკი 15 წლით დააპატიმრეს. თავად დარწმუნებულია, რომ „ვიღაცას ხელი შეუშალა“.
გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესზე, ხასაიას ადვოკატმა ბრალდება „მიზანმიმართულად დამძიმებულად“ შეაფასა, თუმცა საქმის არსებითი განხილვამდე კითხვა - რა იყო დანაშაულის მოტივი - პასუხგაუცემელი რჩება.
„პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები გასაუმჯობესებელია“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტი პოლიციელებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური დახმარებების რამდენჯერმე გაზრდას ითვალისწინებს. გიყვებით, რა შემთხვევაში და როგორ?
რუსთაველის გამზირზე პროტესტი კომპიუტერულ თამაშს დაემსგავსა, სადაც ადამიანებს ორი სიცოცხლე აქვთ.
როდისმე ერთი ოჯახის ოთხი წევრი ერთდროულად დაუკავებიათ? - კითხულობენ საქალაქო სასამართლოს დერეფანში შეკრებილი ადამიანები. ისინი 41-ე დარბაზთან რიგში დგანან, სადაც მასწავლებელ მანანა ჯავაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.
რადიო თავისუფლებამ გაანალიზა ფაქტები, სასამართლოს მასალები, ჩვენებები და საჯარო წყაროებში მისაწვდომი ცნობები 4 ოქტომბრის საქმეზე. ქვემოთ გიჩვენებთ, რა ირკვევა ამ მონაცემებით ბრალდებულთა პოლიტიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ პორტრეტზე?
22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეები პარალელურად ხუთ მოსამართლეს დაეწერა. ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, რომელი დაკავებული რომელ სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფების მოსაძებნად ისინი სართულიდან - სართულზე, ოთახიდან - ოთახში დარბიან.
რუსთაველის საპროტესტო აქციის მონაწილე თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ გზა გადაკეტა. მაგრამ შსს-მ ის არ დააპატიმრა. რატომ? და რა მოხდება, თუკი დემონსტრანტები რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მაგალითს მიბაძავენ? მათაც არ დააკავებს შსს?
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა. ბრალდებული, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა მოსამართლისთვის, ენერგოსექტორში მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ შემეძლოო.
ჩამოტვირთე მეტი