აშშ-მა ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების დაახლოებით 60 ხომალდი ჩაძირა და ქვეყნის ჩვეულებრივი ფლოტის დიდი ნაწილი გაანადგურა. თუმცა ჰორმუზის სრუტე მაინც ფაქტობრივად დახურულია, რადგან ირანს გემების შესაჩერებლად ძლიერი ფლოტი არც სჭირდება.
სპარსეთის ყურეში მდებარე პატარა კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90 პროცენტს ახორციელებს. შესაძლებელია, რომ აშშ-მა დაიკავოს ის?
ქვეყნის უმაღლეს სასულიერო ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევა არის მკაფიო გზავნილი აშშ-ისა და ისრაელისთვის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ გარე ზეწოლა, ლიდერის მოშორების ჩათვლით, კი არ შეცვლის, არამედ უფრო მეტად განამტკიცებს ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას.
ირანს ახალი უზენაესი ლიდერის არჩევა უწევს - 36 წელიწადის განმავლობაში პირველად.
აიათოლა ალი ხამენეი, ირანის უზენაესი სულიერი ლიდერი, რომელიც ქვეყანას თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, 86 წლის ასაკში, 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებელი და მიზანმიმართული საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.
ირანთან რამდენიმეკვირიან დაძაბულობას და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გადასროლას მოჰყვა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმები მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებზე, მათ შორის ირანის სამხედრო ობიექტებსა და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის საცხოვრებელ სახლებზე.
აშშ-ის სამხედრო მოქმედებამ ვენესუელაში შეძრა თეირანი. ექსპერტების შეფასებით, მადუროს დამხობა მიანიშნებს, რომ შეიძლება მსგავსი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს ირანის უზენაესი ლიდერი ხამენეი. ამით დაირღვევა „ხელშეუხებლობის“ ტაბუ და ელიტისთვის ლოიალობა უფრო ფასეული გახდება სისხლიანი პროტესტების ფონზე.
ნეთანიაჰუს და ტრამპის შეხვედრის წინ ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამიდან ყურადღება გადაიტანა მის რაკეტებზე. ირანის მედია ამას ახალი ომის საბაბად მიიჩნევს, ხოლო ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი დასუსტებული თეირანისგან ახალი დათმობების მოპოვების მცდელობას უნდა ნიშნავდეს.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ბულგარეთში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავის GPS სისტემა გაითიშა - სავარაუდოდ, რუსული ოპერაციის შედეგად. პილოტები იძულებულნი გახდნენ, უსაფრთხოდ დაშვებისთვის სარეზერვო ნავიგაციასა და ქაღალდის რუკებს დაჰყრდნობოდნენ.
ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, განცხადებებმა ბრიუსელში ჩატარებულ ოპოზიციის კონფერენციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაამწვავა დისკუსია ისლამური რესპუბლიკის მომავალსა და ირან-ისრაელის დაპირისპირების შესახებ.
ლეგიტიმურობისკენ თალიბანის ოთხწლიანი სწრაფვისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იყო გასულ თვეში მოსკოვის ნაბიჯი - რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა დაჯგუფების მმართველობა ავღანეთში.
უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შეჩერების მცდელობების ერთ-ერთი მთავარი საკითხი კიევისათვის უსაფრთხოების გარანტიებია. თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ბოლო დროს წინა პლანზე წამოწია ტერმინი „მე-5 მუხლის მსგავსი“.
შეერთებული შტატების შეთავაზებამ, ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანსა და მის ანკლავს ნახიჩევანს სომხეთის გავლით აკავშირებს, სამხრეთ კავკასიაში განხეთქილება გააღრმავა, ირანი კი შეაშფოთა.
გასულ შაბათ-კვირას სირიის გარდამავალი პრეზიდენტის, აჰმად ალ-შარაას ბაქოში ვიზიტმა რეგიონულ ალიანსებში მკვეთრ ცვლილებებს გაუსვა ხაზი, რამაც ირანის მედიაში შეშფოთება, ეჭვი და სტრატეგიული გადაფასებები გამოიწვია.
გასულ თვეში ისრაელთან ომმა ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალი ეშელონი გაანადგურა, დაასუსტა მისი საჰაერო თავდაცვა და გამოავლინა მისი საჰაერო ძალების დაუცველობა.
ცნობებმა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს „სპარსეთის ყურეს“ „არაბეთის ყურე“ დაარქვას, ირანში თანაბრად განარისხა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები, მათ შორის ტრამპის მხარდამჭერებიც. მათთვის სახელის შეცვლა როგორც ეროვნული იდენტობის, ასევე ისტორიული სამართლიანობის ხელყოფაა.
სირიაში ძალადობრივი შეტაკებების სერია მიუთითებს ქვეყანაში რუსეთისა და ირანის კვლავ ყოფნაზე, ასევე უკიდურეს საფრთხეზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ინტერვიუებისა და ღია წყაროს მონაცემების ანალიზით, რადიო თავისუფლება ცდილობს, უფრო მკაფიო წარმოდგენა შექმნას, თუ რა ხდება სირიაში.
ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურდა დაჰბრუნებოდა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას და აშკარაა, რომ თეირანთან „შემოწმებულ სამშვიდობო შეთანხმებას“ ესწრაფვის ბირთვულ სფეროში.
ჩამოტვირთე მეტი