პრაღაში მიმდინარე ნატოს სამიტზე ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.
ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ გაეროს ძალისხმევას ერაყის განიარაღების საკითხში.
ნატოში გასაწევრიანებლად 7 ქვეყნის მიწვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა: მრავალი მოღვაწე ისტორიულ მომენტზე ლაპარაკობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, კახი ასათიანის მკვლელობა შეკვეთილი იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პანკისის ხეობაში 25 აგვისტოდან მიმდინარე ანტიკრიმინალური სპეცღონისძიებები პრაქტიკულად დამთავრებულია.
ინდონეზიის პოლიცია იუწყება, რომ დააპატიმრა ბალიზე გასულ თვეში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი.
დღეს დილას ჩრდილოეთ პაკისტანში მომხადრმა მიწისძვრამ სულ ცოტა 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი რადიოს შტაბ-ბინაში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველო ხვალ, პრაღაში ნატოს სამიტის დამთავრებამდე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს,
იერუსალმში ავტობუსის აფეთქებამ 11 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ყაზახეთის მთავრობას მოუწოდა, ამ ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცეს ჩეჩენ ლტოლვილებს.
სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პროგნოზით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ორ-სამ წელში გაწევრიანდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დღეს განაცხადა, რომ ნატომ მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
ჩამოტვირთე მეტი