ისრაელმა გადაწყვიტა, ყადაღა მოხსნას პალესტინელთა ავტონომიის საბანკო ანგარიშებზე დადებულ 20 მილიონ დოლარს,
აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ამ ქვეყნის კომპანიების კურსის მკვეთრი დაცემა ეჭვქვეშ არ აყენებს ამერიკის ეკონომიკის მდგრადობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრის შესაძლებლობას.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ამ ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უწყების ახალ ხელმძღვანელად დანიშნა ბრაზილიელი დიპლომატი სერჟიუ ვიაირა დი მელუ.
თურქეთის პარლამენტმა, რომელიც დღეს საგანგებო სესიაზე შეიკრიბა, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ დაამტკიცა ვადამდელი არჩევნების თარიღი.
იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა ზორან ლილიჩმა უარი განაცხადა ჰააგის ტრიბუნალისთვის ჩვენების მიცემაზე
ბელგიამ მოუწოდა ერაყს, დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და დათანხმდეს თავისი სამხედრო ობიექტების ინსპექტირებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ხვალ გაფრინდება მოსკოვში, სადაც 24 ივლისს ჩარჩო-ხელშეკრულების მოსამზადებელი მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს გამართავს
ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი არ აპირებს უშიშროების ყოფილი მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძის შეწყალებას.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სახელმწიფო საგანგებო ზომებს ხმარობს უცხოელთა წინააღმდეგ დანაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად და უცხოელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, სუუამი დსთ-ის ალტერნატივას არ წარმოადგენს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, გუშინ მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდა.
ჩამოტვირთე მეტი