ამერიკის მთავრობა უპრეცედენტო ზომებს ატარებს 4 ივლისს, შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, ტერაქტების თავიდან ასაცილებლად.
ავღანეთის ლიდერმა ჰამიდ კარზაიმ თანამდებობიდან გადააყენა სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ხელმძღვანელი აბდულ ჰაფეზ მანსური.
პარლამენტის რიგგარეშე სესიამ, ორდღიანი განხილვის შემდეგ,
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს სამხრეთი გერმანიის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ორი თვითმფრინავის ოთხივე შავი ყუთი ნაპოვნია.
სულ ცოტა 18 ადამიანი დაიჭრა დღეს, როცა პალესტინელთა პოლიცია შეეტაკა 500-მდე მეპროტესტეს,
ნატოს კავშირმა კვლავ მოუწოდა ბოსნიელ სერბებს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ მათი ყოფილი სამხედრო ლიდერი რადოვან კარაჯიჩი.
ირანის ერთ-ერთმა რეფორმისტულმა ორგანიზაციამ დაიცვა თავისი აქტივისტი, მწერალი და ჟურნალისტი ჰაშემ აღაჯარი,
ამერიკელი მოგზაური სტივ ფოსეტი, რომელმაც გუშინ დაასრულა დედამიწის გარშემო მოგზაურობა საჰაერო ბუშტით, ძლიერი ქარების გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაჯდომას ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე, საიდანაც აიღო სტარტი.
ბლოკ ,,ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატიული ფრონტის” ლიდერი, პარლამენტარი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აფრთხილებს,
საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ამ რეგიონში რუს სამშვიდობო ძალთა მუდმივი პოსტის გახსნაზე არ დათანხმდებიან.
ჩრდილო კორეამ შეერთებულ შტატებს დააკისრა პასუხისმგებლობა ახლახან ყვითელ ზღვაში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთი კორეის საპატრულო გემების შეტაკებისათვის.
ირანში სასამართლომ მწერლისა და ჟურნალისტის, ჰაშიმ აღაჯარის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას რელიგიის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.
ჩამოტვირთე მეტი