თბილისის დროით, დაახლოებით, 21 საათზე დაიწყო მორიგი იერიში ბაღდადზე. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, ქალაქს აფეთქებები არყევდა, რაკეტები ვარდებოდა მთავრობის შენობებთან, რომლებიც ცეცხლში გაეხვია.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები შეშფოთებული გამოეხმაურნენ ერაყში ომის დაწყებას. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო აქციას "დიდი პოლიტიკური შეცდომა" უწოდა
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, მისი ქვეყანა მთლიანად მხარს უჭერს აშშ-ის პოზიციას ერაყის კრიზისთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში "ძალიან დიდი ძალები ეწინააღმდეგებიან".
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ვაჟი, ზაზა ჯიქია, რომელიც გასულ კვირაში გაიტაცეს, ხუთშაბათს თბილისში, 5 დეკემბრის ქუჩაზე იქნა გათავისუფლებული.
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა სამხედრო ოპერაციას ერაყის წინააღმდეგ.
ნატომ პირობა დადო, რომ დაიცავს თავის წევრ თურქეთს მეზობელი ერაყისაგან აგრესიის შემთხვევაში.
თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეტ ნეჯდეთ სეზერმა სინანული გამოთქვა ომის დაწყების გამო.
ერაყში დაწყებულ ომს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფართო საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს მოპოვებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ჩეჩნეთში დაკარგულია რუსეთის ორი შვეულმფრენი.
ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოახლოებული ომის გამო შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს შეახსენა მათი პასუხისმგებლობა ერაყის მოსახლეობის კეთილდღეობის თაობაზე.
ჩამოტვირთე მეტი