13 სექტემბერს ბათუმში ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარუდგინა. ღრმაწყლოვან პორტში საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.
როგორ მუშაობენ კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და რამდენი მათგანი აკმაყოფილებს წარმოების უმაღლეს სტანდარტს - HACCP-ს?
ვიზიტორები კი ამბობენ, რომ ქუთაისში ძირითადად ერთი ან ორი ღამით რჩებიან და შემდეგ სხვა ადგილებში აგრძელებენ მოგზაურობას.
იგეგმება სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტზე გატანა. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. ქვეყანაში კანაფის წარმოება იქნება მკაცრად რეგლამენტირებული.
ლაგოდეხში პური გაძვირდა. ამ დროისთვის პური ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაძვირებულია ფქვილი.
ოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეულ DMT Group-ს შახტების უსაფრთხოების სფეროში ექსპერტული საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ კომპანიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები.
ტყიბულის შახტებში სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვის შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ.
თურქეთში სეზონურად დასაქმებული საქართველოს 14 მოქალაქე სარფის საბაჟოს გავლით სამშობლოში ანაზღაურების გარეშე დაბრუნდა.
კახეთში რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყო. ამჟამად საფერავის ჯიშის ყურძენი იკრიფება. დღეისთვის 80-მდე ღვინის კომპანიაა ცნობილი, რომელმაც მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების სურვილი გამოთქვა.
„რუსეთის საწარმოები, საიდანაც დღეს ხდება საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, ინსპექტირებულია სააგენტოს ინსპექტორების მიერ, რაც გამორიცხავს საქართველოში ინფექციების გავრცელების რისკს“.
ცემენტის მწარმოებლებმა გადადეს 29 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
წელს კახეთში საზამთროსა და ნესვის უხვი მოსავალია. მებაღეები ამბობენ, რომ 1 კილოგრამი საზამთროს საბითუმო ფასი 5 თეთრამდე შემცირდა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჰყავთ.
ჩამოტვირთე მეტი