Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები მთაწმინდის ოლქში - მეორე ტური

  • მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ლადო კახაძემ. მან ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) მიიღო, ხოლო ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 38,17% (6630 ხმა).
  • არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.
  • არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილი: ევროპელებს ძალიან უყვართ მეორე ტური

„როგორც მოგახსენეთ, პირველი ტურის დროს, ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს. თუმცა, იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ნახეთ კიდეც. ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ„ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ.

>> ვრცლად

გიგა ბოკერია: ოქროყანაში არჩევნები უზნეო მეთოდებით მიმდინაროებს

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“მიმდინარეობს.

გიგა ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

>> ვრცლად

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG