ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოფელ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩადის.
„აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთი ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაციის შედეგებს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი…და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება, გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი”.
ამავე დღეს სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკავებენ და მალევე ათავისუფლებენ ადგილობრივ მკვიდრს გერონტი პაპიტაშვილს.