Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან მაღაზიები და კაფეები იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 ივნისს


COVID-19-ის 26 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - გვაქვს თუ არა ღელვის საფუძველი?

დადასტურებული შემთხვევა - 783

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 605

კარანტინში - 2494

სტაციონარში - 301

კვირას საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაისის მეორე ნახევარში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ახალი შემთხვევებიდან 18 ბოლნისის რაიონის სოფელ მუშევანიდან არის. მუშევანის გარდა, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერზე მოდის, ხოლო 4 - საკარანტინო სივრცეში მყოფი პაციენტია.

არის თუ არა 26 ახალი შემთხვევა ღელვის საფუძველი? ამაზე გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა განმარტება.

„26 ახალი შემთხვევა არ ქმნის პანიკის არავითარ საფუძველს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება. ვიცით თითოეული ინფიცირებულის კონტაქტები, ვახდენთ თითოეულის იზოლირებას სწრაფად, თითოეულის მკურნალობას, ვინც - დადებითია (ტესტირების პასუხის მიხედვით) და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ორი თვის შემდეგ დღეს სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა იხსნება

დღეიდან უკვე შეძლებთ მაღაზიებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენას. ქვეყანაში ორთვიანი პაუზის შემდეგ მაღაზიები, ბაზრობები და მოლები იხსნება.

დღეიდან, ღია კაფეები და რესტორნებიც იხსნება. თუმცა იმოქმედებს სპეციალური ნორმები, რომელთა დაცვაც ობიექტების მფლობელებსა და მოქალაქეებს ევალებათ.

ყველას, ვინც მაღაზიასა თუ კაფეში შევა, უნდა ეკეთოს პირბადე და დაიცვას სოციალური დისტანცია.

კაფე-ბარებისა და რესტორნების, ასევე მაღაზიების შესასვლელებში მოქალაქეებს დახვდებათ დეზობარიერი და ობიექტის მფლობელები ორ საათში ერთხელ ჩაუტარებენ სივრცეს დეზინფექციას.

კიდევ ერთი დეტალი - რესტორნებსა და კაფეებში მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანის ყოფნაა დასაშვები.

აშშ-ში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ დაკავებისას შავკანიანი კაცის სიკვდილის გამო

ათეულათასობით ადამიანი მოითხოვს აშშ-ის ქალაქებში რასობრივ სამართლიანობას მას მერე, რაც თეთრკანიანი პოლიციელის ხელში შავკანიანი კაცის სიკვდილის გამო აღშფოთება ქვეყანაში სამოქალაქო მღელვარებაში გადაიზარდა.

დემონსტრაციების უმეტესობა თავიდან მშვიდობიანი იყო, სანამ გადაიზრდებოდა ძალადობაში, როცა დემონსტრანტებმა დაიწყეს საგანგებო მდგომარების უგულებელყოფა, გზები გადაუკეტეს ტრანსპორტს, ცეცხლს უკიდებდნენ შენობებს, მანქანებს, ამსხვრევდნენ ფანჯრებს და შეტაკება ჰქონდათ პოლიციასთან.

დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამოხატავდნენ გულისწყრომას, გაიმართა ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ატლანტაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.

წაიკითხე მეტი.

შურისმაძიებელმა ორმო თავისთვისაც უნდა გათხაროს - მეუფე პეტრე მეუფე იაკობის მუქარასა და პატრიარქზე

„მე ვისჯები სიმართლისთვის და კონკრეტულად იმისთვის, რომ აღვიმაღლე ხმა უსამართლობის წინააღმდეგ, ცრუ ქრისტიანობის წინააღმდეგ, საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ და პატრიარქის - როგორც საბჭოთა სისტემის შემადგენელი ნაწილის წინააღმდეგ. სწორედ ის არის დღეს ყველაზე დიდი დასაყრდენი საბჭოთა მემკვიდრეობისათვის, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).

ასე ის ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის მუქარას ეხმაურება. მაგასაც მივხედავთ“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ მეუფე პეტრეზე მეუფე იაკობმა და შემდეგ დააზუსტა, რომ - კონკრეტული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის მომდევნო სხდომაზე იქნება მიღებული:

შემდეგ სინოდზე, როცა იქნება, კარგად მოემზადოს და ჩამოვართმევთ (მღვდელმთავრობას), რა“.

მეუფე პეტრეს ისედაც ბევრი რამ აქვს უკვე ჩამორთმეული და ახლა უკვე მეუფე იაკობი მისთვის სასულიერო პირის ხარისხის - მღვდელმთავრობის ჩამორთმევაზე ლაპარაკობს.

მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად- ეს არის სასჯელი, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაეკისრა ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილ მიტროპოლიტს.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი აღარ იძებნება წმინდა სინოდის წევრთა სიაში, მეუფე პეტრე გვეუბნება, რომ - სინოდის წევრობის ჩამორთმევა სადავო საკითხია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ განხილულა უშუალოდ სინოდის სხდომაზე და განჩინების ტექსტში ეს ჩანაწერი შემდეგ იქნა ჩამატებული.

წაიკითხე მეტი.

  • 1-ლი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
  • რაზე ოცნებობენ ბავშვები, რამდენად კარგად იცნობენ მშობლები თავიანთ შვილებს და რა იციან ბავშვებმა თავიანთი უფლებების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG