Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამანი პუტინის „განსადევნად“ მოსკოვში ფეხით მიდის


იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, უკვე ოთხი თვეა, შორეული აღმოსავლეთის მაგისტრალს მიუყვება. ის 2021 წელს პუტინის „განდევნას“ აპირებს. მიიჩნევს, რომ პუტინი ბნელი ძალების პირმშოა და მხოლოდ შამანს შეუძლია გაუმკლავდეს მას. ორი ათას კილომეტრ გზაზე გაბიშევი ასობით მძღოლსესაუბრა, მისი „ქადაგების“ ვიდეოებმა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ქალაქ ჩიტაში ადგილობრივი ოპოზიცია მისთვის შეხვედრა-მიტინგის მოწყობას აპირებს.გამომცემლობა "Сибирь.Реалии"- ის კორესპონდენტმა შამანთან ერთად გაიარა რამდენიმე კილომეტრი და დარწმუნდა, რომ რუსეთის მიყრუებულ ადგილებში ხალხი მზადაა ყველანაირი მისტიკა ირწმუნოს, ოღონდ სიტუაციას ეშველოს.

„მე ვარ იაკუტსკიდან, 51 წლის. სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სპეციალობით არ მიმუშავია. შემდუღებელი და მეეზოვე ვიყავი“.

„მე იაკუტსკიდან მარტში წამოვედი. მაშინ ზამთარი იყო ჩვენთან, 40 გრადუსი. იურტაში მეძინა, ხალხი მაშინვე დამეხმარა, ამიტომ გავიარე უკვე ამხელა გზა. რადგანაც მეხმარებიან, ესე იგი უნდა გავაგრძელო“.

გზაში შამანმა თავისი მისიის შესახებ ილაპარაკა:

„დემოკრატია შიშის გარეშე უნდა იყოს. დღეს ხალხს ლაპარაკის ეშინია, რადგან გაათავისუფლებენ, ხელფასს არ მისცემენ. ჩვენთან სახელმწიფოს ძალა შეუზღუდავია, დემონური. ხალხი ხელოვნურ დეპრესიაშია ჩავარდნილი.

ჩემთვის პუტინის წასვლა იქნება გამარჯვება. მთავარია დემონი დავამარცხო, ხალხი კი ერთმანეთთან მოაგვარებს საქმეს. სეჩინებსა და მედვედევებზე ჭკვიანები გამოჩნდებიან. სხვა პარტიები აღდგებიან, გამოჩნდებიან. თუნდაც ჟირინოვსკი მოვიდეს, ზიუგანოვი, ნავალნი. მთავარია, რომ ისინი ხალხია, საზოგადოება კი გადაწყვეტს ვინ აირჩიოს."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG