ხაშურიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ საქართველოს ერთი და ირანის ორი მოქალაქე
„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს თვითდინებით ოთხმა პირმა მიმართა. მათგან ორი ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი კი, რომლებსაც მათთან კონტაქტი ჰქონდათ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ირანის მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს, 2 მარტს, დილით ხაშურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სასადილოში ყოფნისას შენიშნეს.
კორონავირუსის პრევენციისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთი კვირით მუშაობას წყვეტს
"9 მარტიდან, სადეზინფექციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელებსა და მომსახურების ადგილებში განთავსდება სპეციალური სადეზინფექციო დისპენსერები, რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემომსვლელი ყველა პირი გამოიყენებს", - განმარტავენ ბიბლიოთეკაში.
კორონავირუსის პრევენციის გამო რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრები სპექტაკლების ჩვენებას წყვეტენ
მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრები კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორი კვირით სპექტაკლებს წყვეტენ.
სპექტაკლებს წყვეტს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიც. ამ დროის განმავლობაში შენობებში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდება.
საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოში კორონავირუსის პრევენციისთვის, პირველ ეტაპზე, მილიონი ლარი დაიხარჯება. მთავრობის 30 იანვრის განკარგულების მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან თანხა ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო.
ამ თანხიდან 357 095 ლარი შემოსავლების სამსახურს გამოეყო და სახმელეთო საზღვრებზე კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო მოწყობილობებს მოხმარდება, 135 367 ლარი კი - საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას.