Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
21:25 14.3.2020

რუსთავში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მერია მოხალისეთა ჯგუფებს ქმნის.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის“ დირექტორმა, გეგი ლიპარტელიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოხალისეები თავდაპირველად დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს.

წაიკითხე მეტი

21:23 14.3.2020

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

საქართველოში დასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა. თურქეთში კი - 5.

21:17 14.3.2020

საქართველოში დიდი სუპერმარკეტების ქსელების - როგორებიცაა გუდვილი, სმარტი, აგროჰაბი - ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მათ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს:

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პროდუქციასაც აქვს ვადა და ჩვენ შეიძლება ჩვენივე ოჯახებს მოვაკლოთ ეს შემოსავალი - აღმოვჩნდეთ ბევრი ზეთით, შაქრით, მარილით, რომელსაც აღმოვაჩენთ, რომ აღარ გვჭირდება".

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პარალელურად, ფეისბუკზე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია, როგორ იმარაგებს ხალხი პროდუქტს. სუპერმარკეტის ქსელების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მათ ჭარბი მარაგი აქვთ და დოლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, ფასების ზრდა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

20:52 14.3.2020

მოხუცებისთვის ერთ დღეში შეგროვებული 55 ათასი ლარი​

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, სამმა ქალმა ქართველი მოხუცებისთვის 55 000 ლარზე მეტი შეაგროვა, ერთ დღეში, ფეისბუკის ჯგუფის საშუალებით.

13 მარტს, დაახლოებით 4 საათზე მარიამ თითბერიძემ მარიამ ჯორბენაძესთან და მარიამ ცერცვაძესთან ერთად ფეისბუკზე შექმნა ჯგუფი “დავეხმაროთ მოხუცებს”. იდეა სპონტანურად გაუჩნდათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით, სოციალური დახმარების ცენტრმა “კათარზისმა” მომსახურების წესი შეცვალა და საკვებს შენობის ნაცვლად ეზოდან გასცემს.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG