კორონავირუსით ინფიცირებულ ბოლო სამ პაციენტს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ბოლო სამი შემთხვევა აშშ-ს უკავშირდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ზოომაღაზიებიც იხურება?
საქართველოში სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მატულობს, მუშაობა უნდა შეაჩეროს ყველა სავაჭრო ობიექტმა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და საბანკო განყოფილებებისა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 40 შემთხვევა იყო, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში კი 275.
გიორგი გახარია: საგანგებო სიტუაციას გამოვაცხადებთ, როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა.