პაატა იმნაძე: წესით, დაავადების გავრცელების პიკში ვართ

„ამას ჩვენ საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი, ყველა გათვლით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა...
კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“, - განაცხადა იმნაძემ.
ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მატებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ქალაქებისგან განსხვავებით, რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს რეგიონებში.
„სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გვქონდა გაცემული... ჩემი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლას და ასე ვთქვათ - დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე... ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
COVID-19: თეთრიწყაროში ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მედპერსონალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში უკვე მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები - რაც აუცილებელია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების გასაკონტროლებლად.
27 აპრილიდან ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნება, იმოქმედებს ორდღიანი საგამონაკლისო წესი

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ყველაფერი პრესრელიზში (არ) წერია - მედიის უპასუხო კითხვები პანდემიისას
ძალიან ხშირად, თქვენთვის საინტერესო ერთი ამბის დაწერას, ინფორმაციის გადამოწმებას და გავრცელებას, ჟურნალისტების მრავალსაათიანი, ხან კი რამდენიმედღიანი (ან თვიანი) მცდელობა სჭირდება.
აქ, ცხადია, ის ამბები არ იგულისხმება, რომლებსაც ოფიციალური სამთავრობო უწყებების პიარ-სამსახურები ავრცელებენ, არამედ ინფორმაცია, რომელიც ზედაპირზე არასოდეს დევს და ის დამატებითი, კრიტიკული კითხვების დასმით უნდა მოიპოვო. ეს, ისედაც რთული ამოცანა ჟურნალისტებს საქართველოში, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კიდევ უფრო გაურთულდათ.