Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაივ ბლოგი: საპრეზიდენტო არჩევნები 2018

28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.

  • დათვლილია უბნების 100% .
  • სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა ხმების - 38,64%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 %.
  • სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 615 433-მა ამომრჩეველმა, გრიგოლ ვაშაძეს კი 600 970-მა ამომრჩეველმა.
  • მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან.
  • არჩევნების წინასწარი შედეგებით, თბილისში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. მან 153 202 ხმა მიიღო.
  • არჩევნების მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერია - თამარ ჟვანია, ცესკოს თავმჯდომარე.
  • საარჩევნო კომისიებში 500-მდე საჩივარი შევიდა.
17:40 29.10.2018

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თითქმის 4 000 ხმით გაუსწრო. ვაშაძემ ამომრჩეველთა ხმების 42,5 პროცენტი მიიღო, ზურაბიშვილმა კი - 34, 6. გორის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი აქტივობა იყო. იხ.მეტი.

16:51 29.10.2018

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებები კრიტიკულია

შეინიშნებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი მაღალჩინოსნების მონაწილეობა, - აღნიშნულია საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში, რომელსაც მოამზადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) მისმა პარტნიორებმა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. იხ. მეტი.

16:34 29.10.2018

დავით ბაქრაძე: შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი

არჩევნების მეორე ტურისთვის „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. იგი ამბობს, რომ შტაბმა გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად, ოპოზიციის ხმების კოორდინირებულად მობილიზებისთვის უნდა იმუშაოს. იხ.მეტი.

15:45 29.10.2018

ხმების 100% დათვლილია - მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან

28ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა - 3705 უბნიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება დამოუკიდებელ კანდიდატს, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს ხმა მისცა 38,64%-მა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ გრიგოლ ვაშაძეს - 37,74%. პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც 2 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. იხ.მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG