Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში საარჩევნო სიებში გარდაცვლილი პირები არიან


სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატი ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატი ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან

გურჯაანის 46-ე საარჩევნო უბანზე სიებში აღმოაჩინეს 2017 და 2018 წლებში გარდაცვლილი მოქალაქეები გიორგი და ალექსანდრა გაბოშვილები. როგორც მათი ოჯახის წევრები ამბობენ, ამომრჩევლის ბარათი გუშინ საღამოს მიუტანეს, თუმცა არ დაიტოვეს. გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მადონა ჯავახიშვილის განმარტებით, გარდაცვლილები რომ სიიდან ამოეღოთ, ოჯახის რომელიმე წევრს უნდა წარმოედგინა გარდაცვალების მოწმობა. „რადგან ასეთი განაცხადი არ იყო, ვერც ცესკო ამოიღებს გარდაცვლილს სიიდან“ - თქვა მადონა ჯავახიშვილმა.

თელავის საარჩევნო ოლქში დაფიაქსირდა სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, ასეთი ფაქტის გამო სოფელ ყარაჯალის 38-ე საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა. ლაგოდეხის ოლქის ზოგიერთ საარჩევნო უბანთან გაკრულია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატი.

XS
SM
MD
LG