Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხოლოდ 40 სამუშაო საათი კვირაში - სოლიდარობის ქსელის მოთხოვნა


კვირაში 40 საათი მუშაობა რეალობა უნდა გახდეს, -სოლიდარობის ქსელმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამჯერად კანონში თითქმის ყველა პროფესიაზე მიწერილია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაქმებულს 48 საათი მუშაობა ევალება. ხშირად ანაზღაურების გარეშე ასრულებენ ზეგანაკვეთულ სამუშაოს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 11 აპრილს დაიწყება.

„სასწრაფოს მძღოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ხალხს დაეჯახა, მანამდე 27 გამოძახებაზე იყო ნამყოფი“, - ამბობს სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი რევაზ კარანაძე. მისი თქმით, ზოგი კვირაში 60-80 საათს მუშაობს და დაღლილობისგან გამოუსწორებენ შეცდომებს უშვებს.

ნენო ჩარკვიანი
ნენო ჩარკვიანი

„ერთი კანონი ორმოცსაათიან სამუშაო კვირას გვიწესებს, მეორე კი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს სპეციფიური და იქ ორმოცდარვასაათიანი სამუშაო კვირის ალბათობა დაიშვას... რეალურად ეს ორმოცდარვასაათიანი სამუშაო კვირა კანონში ჩადებულია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, მაგალითად, მფრინავს ფრენისას „შეუსრულდა“ მუშაობის 40 საათი. ის ციდან ხომ არ ჩამოვა?!“ - ამბობს სოლიდარობის ქსელის წარმომადგენელი ნენო ჩარკვიანი. მისი თქმით, კანონის ეს პუნქტი უნდა გადაიხედოს.

მოსაწესრიგებელია ზეგანაკვეთური შრომაც, რაც საქართველოს კანონმდებლობით კვირაში 48 საათზე მეტ ხანს მუშაობას გულისხმობს. სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს არავინ ამოწმებს, რეალურად ვინ რამდენს მუშაობს და უხდიან თუ არა ზედმეტი სამუშაოსთვის გასამრჯელოს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სოლიდარობის ქსელი ითხოვს, შრომის ინსპექციას არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ შრომის უფლებების შემოწმების საშუალებაც მიეცეს.

„ასევე, კანონმდებობა არ განმარტავს, რამდენი უნდა გადაუხადონ ზეგანაკვეთურ შრომაში. ჩვენ ვითხოვთ, ეს იყოს 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ სამუშაო საათებში უხდიან“, - ამბობს რევაზ კარანაძე.

მისივე თქმით, ყველაზე მზარდი დასაქმების სფერო დღეს არის მომსახურების სფერო. დასაქმებულების 65 პროცენტი სწორედ ამ სფეროში მუშაობს და ყველაზე კაბალური პირობებითაც სწორედ ეს სფერო გამოირჩევა.

გარდა საპარლამენტო განხილვებისა, სოლიდარობის ქსელი აპირებს ხელმოწერები შეაგროვოს პეტიციისთვის.

XS
SM
MD
LG