Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 მარტს


როგორ გადაწყდება პოლიტპატიმრების საკითხი

კვირას მიღებული შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოპოზიციისთვის ამომწურავი არ აღმოჩნდა. გარდა ოლქებისა და ბარიერებისა, მათ კიდევ ერთი საკითხი აქვთ გადასაწყვეტი. ეს იმ პატიმრების გათავისუფლებაა, ვინც 20 ივნისისა და მას შემდეგ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო დააკავეს.

8 მარტს, შეთანხმებიდან გამოსულმა ოპოზიციამ თქვა, რომ მათ მიიღეს დაპირება პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებაც. გაჟღერდა კონკრეტული გვარებიც - უგულავა, ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუა და სავარაუდო სამართლებრივი მექანიზმები, რითიც მოხდებოდა მათი გათავისუფლება.

ხელისუფლება კი ყველა შემდეგ განცხადებაში ამ დრომდე იმეორებს, რომ არავის გათავისუფლებას არ აპირებს და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

გუშინ ოპოზიციამ ამ საკითხზე ლეიბორისტების ოფისში შეკრების დროსაც ისაუბრა, შემდეგ კი ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა.

„პოლიტიკური პროცესის სანდოობისა და დადებული შეთანხმების შესრულების მიზნით, მნიშვნელოვანია რომ აღარ მოხდეს ამ ადამიანთა მიმართ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდგომი გადახედვა ან სხვა პოლიტიკური საქმეების მეშვეობით მათი საპატიმროებში დაბრუნება. ასევე მნიშვნელოვანია რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ არ გადაიდგას ახალი რეპრესიული ნაბიჯები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტყუილს უწოდებენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების განცხადებას, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებასაც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კორონავირუსის 15 შემთხვევა საქართველოში და ვითარება მსოფლიოში

დღეისთვის ქვეყანაში კორონავირუსის მატარებელი 15 პაციენტია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გუშინ საღამოს თქვა, რომ აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ინტენსიური თერაპიის ეტაპზე არ გადაუყვანიათ ექიმებს.

დღეს ცნობილი გახდება 9 პაციენტის ანალიზის პასუხები, რომლებსაც ლუგარის ლაბორატორიაში გვიან ღამემდე ამოწმებდნენ.

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიამ გუშინ მადლობა პრეზიდენტისგან მიიღო. „ჩვენთან ფუნქციონირებს ლუგარის ცენტრი, რომელიც მართლაც სამაგალითოა, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ეს უზარმაზარი შანსია. თუ ვიღაცები ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ გვებრძვიან”, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, მის დირექტორს ამირან გამყრელიძეს და მოადგილეს, პაატა იმნაძესაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ამბობს, რომ მსოფლიოში პანდემიის საფრთხე რეალურია.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება ირანში. მხოლოდ ერთ დღეში იქ 43 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში ვირუსის გამო ციხიდან 70 ათასამდე პატიმარი დროებით გამოუშვეს.

COVID-19-ის გამო, დღეიდან კარანტინი გამოცხადდა იტალიის მთელ ტერიტორიაზე.

წაიკითხე მეტი.

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სავარაუდოდ დღეს ჩამოიყვანენ

სავარაუდოდ დღეს საქართველოში ორი რეისით ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იტალიაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ უთხრა. იტალია ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, „უახლოეს დღეებში“ საქართველოს მოქალაქეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან ჯერ რომში, შემდეგ კი საქართველოში წამოიყვანენ. იტალიაში საქართველოს საელჩოში 4 ცხელი ხაზია ამოქმედებული.

იტალია ამ დრომდე მესამე ქვეყანაა, ვისთანაც საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა. პირველი იყო ჩინეთი, შემდეგ ირანი და ბოლოს იტალია.

ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. ეს 29 წლის რეკორდია

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე პანიკაა. ნავთობის ფასი, დაახლოებით, 30 პროცენტით, ბარელზე 30 დოლარამდე შემცირდა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ერთი დღის განმავლობაში ნავთობი ასე მკვეთრად 1991 წლის სპარსეთის ომის შემდეგ არ დაცემულა.

მიზეზი - ოპეკ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე რუსეთის უარია, რასაც საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობზე უპრეცედენტო ფასდაკლების გამოცხადება მოჰყვა.

ნავთობის გაიაფებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საფონდო ინდექსების და სავალუტო კურსების დაცემა. მაგალითად, უფასურდება რუსული რუბლი. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 30 დღით შეაჩერა უცხოური ვალუტის ყიდვა.


ამ თემაზე ასევე ნახე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ბათუმის საქალაქო სასამართლოში დავას იწყებენ

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.

ისინი მოითხოვენ გაბათილდეს ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა თანამშრომლების გათავისუფლება, მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყება და სხვა პოზიციაზე გადაყვანა.

თეონა ბაკურაძე, აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ერთ-ერთი ბოლოა, ვინც არხის ახალმა დირექტორმა გაათავისუფლა. მის ნაცვლად გუშინ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს შესთავაზეს. ის დათანხმდა, თუმცა მენეჯმენტმა გადაწყვეტილება იმავე დღეს შეცვალა.

წაიკითხე მეტი.

1314 სკოლის 100 000 -ზე მეტ მოსწავლეს სკოლის შენობაში წყალი არ აქვს

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ითხოვს ნებართვას, ტენდერის გარეშე, მოკლე ვადაში შეისყიდოს ჰიგიენური საშუალებების დისპანსერები და ხელის სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იმ სკოლებში დაამონტაჟებენ, სადაც სველი წერტილები შენობის გარეთ არის და ბავშვებისთვის პირად ჰიგიენაზე ზრუნვისას დაბრკოლებას წარმოადგენს. ამ შესყიდვის თანმხლები დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ წყალმომარაგების სისტემის გარეშე შენობაში 1300-ზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს და იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც სასწავლო შენობაში სუფთა წყალზე წვდომა არ აქვთ, 100 000-ს აჭარბებს.

ნასტასია არაბულმა შესყიდვის დოკუმენტები შეისწავლა და იმ საჯარო სკოლების სიას გადახედა, სადაც ბავშვებს ხელის დასაბანად გარეთ გასვლა უწევთ.

წაიკითხე მეტი.

„ნიკოს მითების“ ახალი ეპიზოდი 👇
▪ კვერცხის ცილაში ათქვეფილი სტრიქნინი, ველური ძაღლები, მტვერი, უწყლობა და ყალთაბანდობა - 1904 წლის ოლიმპიური მარათონი მითს ჰგავს, მაგრამ სრულიად ნამდვილი ამბავია.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG