Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში ამომრჩეველს ხვდებიან


თემურ შაშიაშვილი ლაგოდეხის ბაზარში
თემურ შაშიაშვილი ლაგოდეხის ბაზარში

საპრეზიდენტო კანდიდატები კახეთში მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სურვილია, რომ რეგიონში პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ჩამოიყვანოს და საზოგადოებაში არსებული შეკითხვები დაუსვას, თუმცა ასეთი შეთავაზება ჯერ მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტები პარალელურად ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ და მათ ხმების სანაცვლოდ კონკრეტულ დაპირებებს აძლევენ.

გადმოწერა

პრეზიდენტობის კანდიდატები კახეთში შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად მათი ნაწილი მოსახლეობასთან ერთად რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ასეთი შეხვედრები დაგეგმა თამარ ლაზარიაშვილმა, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „თელავი ჩემი ქალაქია“. ის ამბობს, რომ კანდიდატების მიმართ არსებობს შეკითხვები და ასეთი შეხვედრები პასუხების მისაღებად საუკეთესო საშუალებაა.

მესამე სექტორის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, უკვე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, კანდიდატების გახსნილობა და რეგიონებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. ბაქრაძე კახეთში ყოფნის დროს თელავის თეატრის შენობაში მხარდამჭერებსაც შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო:

დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ კამპანიას, საით მიდის საქართველო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გვქონდეს ნორმალური და ღირსეული არჩევანი. კმაყოფილი ვარ შეხვედრით, რადგან თელავი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით. იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ამ არჩევნებზეც ძალიან აქტიური იქნება“.

მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილიც, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო არ არსებობს და სახელმწიფო რესურსი მიმართულია ერთი კანდიდატის სასარგებლოდ:

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

„საარჩევნო გარემოს შევაფასებდი ისე, რომ არავითარი საარჩევნო გარემო საქართველოში არ არსებობს. ოლიგარქიული დიქტატურაა, მილიონები ცვივა სახელისუფლო კანდიდატის თავზე. მისთვის მობილიზებულია სახელმწიფო რესურსი და სპეცსამსახურები. ფონი შემზადებულია იმისთვის, რომ ხალხის ნება მიითვისონ. შემდეგ ვენახის ადგილას მარიხუანა უნდა დაგვითესონ, რაც არის ჯოჯოხეთის გზა და ეს არ უნდა დავუშვათ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კახეთში დაგეგმილ შეხვედრებს ჯერ არ დასწრებიან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები, თუმცა მათი ნაწილი რეგიონში ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება ამომრჩეველს. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში პირველად იმყოფებოდა

თემურ შაშიაშვილი
თემურ შაშიაშვილი

დამოუკიდებელი კანდიდატი თემურ შაშიაშვილი, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე სოციალურ პირობებზე და ქვეყნის მართვის სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა:

მამაჩემი და ბაბუაჩემი კალაურიდან იყვნენ და რაღაცა ჩემი ფესვებიც აქ არის. მე მოვდივარ როგორც სხვანაირი პრეზიდენტი - აგრესიისა და დაპირისპირების გაერთიანებისთვის...
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს ბანკმა გაგვღლიტა. ჩვენს ჯიბეში ფული არ არის, მაცივარში კიდევ - საჭმელი. ამ დროს ყველა ხელისუფლება ლაპარაკობდა, რომ ვმუშაობთ უკეთესადო. რეალურად რეგიონები გაუბედურებულია, უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს საქართველოსთვის არის კატასტროფა. ჩემი პროგრამა არის სიყალბის წინააღმდეგ. ჩვენ 200 მეცნიერთან ერთად მოვამზადეთ პროგრამა, სადაც ორი ათასამდე ადამიანის აზრია გათვალისწინებული. პროგრამას ჰქვია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. მე თუ ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი, გპირდებით, რომ პასუხს ვაგებ, რაც ამ დოკუმენტში წერია“.

რეგიონალური ტურნეს ფარგლებში კახეთში ამომრჩეველს შეხვდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. ამბობს, რომ კახეთში უკვე განვითარდა მეღვინეობა, ახლა კი სხვა კუთხით საჭიროებს დახმარებას.

„მამაჩემი და ბაბუაჩემი კალაურიდან იყვნენ და რაღაცა ჩემი ფესვებიც აქ არის. მე მოვდივარ როგორც სხვანაირი პრეზიდენტი - აგრესიისა და დაპირისპირების გაერთიანებისთვის. აგრესია, რომელიც ერთი-ორი ადამიანისგან ისმის, ეს უნდა დასრულდეს, იმისთვის რომ ჩვენ გადავიდეთ საქმეზე. კახეთში მეღვინეობა ნამდვილად წარმატებულია. ეს სხვაგანაც გადავიდეს და აქ კი სხვა სფეროების განვითარება მოხდეს“.

როგორც ცნობილია, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 25 კანდიდატია რეგისტრირებული, თუმცა მათი დიდი ნაწილი კახეთში საერთოდ არ ჩამოსულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG