Accessibility links

რატომ იღუპებიან ალპინისტები ევერესტზე?


უკვე 11 კაცი დაიღუპა მაისის თვეში ევერესტის მთაზე ასვლის დროს. ამხელა მსხვერპლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სახელდება მთამსვლელთა რიგები, რომელიც მწვერვალთან წარმოიქმნა.

„და აი, ჩვენ აქ ვართ, ციცაბო მწვერვალზე. კამერა მაგრად მიჭირავს ხელით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ძალიან დიდხანს იფრენს. ირგვლივ ყინულია. ასვლა საკმაოდ უჩვეულოა. მარცხნივ ევერესტი მოჩანს. საერთოდ, ეს ყველაფერი უჩვეულოდ რთულია“, – ეს ვიდეოჩანაწერი ბრიტანელმა ჰეინს ფიშერმა გააკეთა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ყველა მთამსვლელისათვის სანუკვარი ევერესტის მწვერვალს დალაშქრავდა. წელს ამინდი არ იყო ხელსაყრელი, გამუდმებული თოვლისა და ძლიერი ქარების გამო სეზონის დაწყება რამდენჯერმე გადაიდო.

ამ დროს ფიშერმა გონება დაკარგა და დაეცა. მეგზური ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, ცდილობდა გონზე მოეყვანა მთამსვლელი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მაშინ გამოაცხადა, რომ მთამსვლელი დაიღუპა...
კრიშნა შრესტხა

როგორც კი ამინდი გამოვიდა, ევერესტისკენ ასობით კაცი დაიძრა. საბოლოო ჯამში, 22 მაისს მთის ფერდობებზე მყოფი ალპინისტების რაოდენობა 200-ს აღწევდა. პლანეტის ყველაზე მაღალ მწვერვალზე მოსახვედრად ისინი რიგს საათობით ელოდნენ.

სხვებთან ერთად თავისი გაიტანა რობინ ფიშერმაც, რომელსაც ძლიერი ქარის გამო მწვერვალიდან დაშვება ძალიან გაუჭირდა.

ევერესტის ექსპედიციის განყოფილების გამგე დეხა კრიშნა შრესტხა ჰყვება, რომ როდესაც ფიშერმა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო, მეგზური დაეხმარა ჟანგბადის მიწოდების მოწესრიგებაში და ცოტა წყალიც მისცა. „ამ დროს ფიშერმა გონება დაკარგა და დაეცა. მეგზური ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, ცდილობდა გონზე მოეყვანა მთამსვლელი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მაშინ გამოაცხადა, რომ მთამსვლელი დაიღუპა“.

ფიშერი არ არის ერთადერთი, ვინც წელს ევერესტზე დაიღუპა. 28 მაისს, დაშვების დროს, დაიღუპა ამერიკელი მთამსვლელი. 24 მაისს, ასევე დაშვების დროს, 7 000 მეტრზე დაიღუპა ირლანდიელი კევინ ჰაინსი. 23 მაისს, მწვერვალზე ასვლისას, გამოფიტვის გამო სამი ინდოელი და ერთი ავსტრიელი მთამსვლელი დაიღუპა.

განუკითხავად გაცემული ლიცენზიები

მთლიანობაში, ამ საგაზაფხულო სეზონზე ჰიმალაის მთებში 20 კაცი დაიღუპა, რაც 2018 წელზე მეტია. სარეკორდოა ასევე წელს ნეპალის ხელისუფლების მიერ ევერესტზე ასვლისათვის გაცემული ლიცენზიის რაოდენობაც - 381. თითოეული ნებართვა 11 ათასი დოლარი ღირს. სწორედ ნეპალელთა მხრიდან ლიცენზიებით ფულის შოვნის სურვილი მიაჩნიათ ალპინისტებს ამდენი ტრაგედიის მიზეზად.

„შემიძლია გითხრათ, რომ 4 ათას მეტრ სიმაღლეზე ძნელია ძილი, ვერ ისვენებთ, გეკარგებათ მადა, ჟანგბადის დონე დაბალია. ასე რომ, ზემოთ, უბრალოდ, ასვლაც ძნელია. მაგრამ ეს ბიჭები თვეებს ანდომებენ მომზადებას, შემდეგ ამინდის გამოსვლას და კიდევ სამ დღეს მწვერვალზე ასვლას, - ამბობს მთამსვლელი კელი ლეტჩერი. - ასვლა ძალიან ბევრს სურს. ვფიქრობ, რომ უნდა შეიზღუდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყოველდღე ადიან. გარდა ამისა, თქვენ შეზღუდული გაქვთ ჟანგბადის რაოდენობა და თუ დაიღალეთ, მაშინ ყველაფერი მორჩენილია. მწვერვალამდე შეიძლება მიაღწიოთ, მაგრამ, სულ ერთია, უკან დაბრუნება მაინც მოგიწევთ, პრობლემა ესაა“.

ევერესტი
ევერესტი

ამნიშე ჩაუხანს გაუმართლა: წელს ისიც აღმოჩნდა ევერესტის საცობში, მაგრამ მხოლოდ ხელ-ფეხი მოეყინა. იგი იძულებული იქნება, რამდენიმე კვირა დაყოს საავადმყოფოში. მთამსვლელის თქმით, პრობლემა მხოლოდ გაცემული ნებართვების რაოდენობა კი არაა, არამედ ისიც, თუ ვის აძლევენ ლიცენზიებს. გამოუცდელი მთამსვლელები საფრთხის ქვეშ აგდებენ არა მხოლოდ თავიანთ თავს, არამედ პროფესიონალებსაც.

"ჩვენ ყველა ერთ რიგში ვდგავარათ ჯერ მწვერვალზე ასვლისას, შემდეგ - ჩამოსვლისას. ზოგიერთ მონაკვეთზე შეუძლებელია ფეხის მოკიდება. ამიტომ იძულებული ვართ, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ერთად ვიაროთ. ერთი შეცდომა და შეიძლება ერთბაშად რამდენიმე კაცი გადაიჩეხოს,“ - ამბობს ამიშა ჩაუხანი.

ცნობილია, რომ ევერესტზე ასვლის დროს სულ 300 მთამსვლელი დაიღუპა. მაგრამ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი არ ითვლება ყველაზე სახიფათოდ ალპინისტების სიცოცხლისათვის. ყველაზე სახიფათოდ მიჩნეულია ჰიმალაიში მდებარე მსოფლიოს მესამე უმაღლესი მწვერვალი, კანჩენჟანგა, რომელზეც, 2010 წლის სტატისტიკით, ოთხიდან სამი მთამსვლელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG