Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპერების საქმე და „აიისა“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში


გამოქვეყნდა „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებას ასახავს. საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რუკაზე თავისუფალ ქვეყანათა სიაში მოხვდა 25 ქულით, თუმცა წინა წლის 24-ქულიანი მაჩვენებელი 1 ქულით გაუარესდა. 100 ქულიდან ქვეყანა რაც უფრო ახლოსაა 0-თან, მით უფრო თავისუფალია.

მთავარი მიგნებები

  • 2017 წელს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა ფუნდამენტურ უფლებადაა აღიარებული.
  • ხელისუფლებამ გააფართოვა ელექტრონული მმართველობის მომსახურების არეალი და შექმნა ელექტრონული პეტიციების პლატფორმა, რათა პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეებს პირადაპირ მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ.
  • ონლაინაქტივობასთან დაკავშირებით ორი ახალი შემთხვევა გამოავლინა - რეპჯგუფთან და პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანიასთან მიმართებით.
  • სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა საკონტიტუციო სარჩელი შეიტანეს 2017 წლის მარტის შესწორებასთან დაკავშირებით, რომელიც კონფიდენციალობისა და ანონიმურობის ზედამხედველობას შეეხება.
  • არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ჩართულნი იყვნენ 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში.

საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ინტერნეტკავშირს, და ინტერნეტის ინფრასტრუქტურას კერძო კომპანიები ფლობენ. ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდის მიუხედავად, მომხმარებლები უჩივიან ინტერნეტის ხარისხს. სახალხო დამცველმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოქალაქეთა 727 საჩივრით მიმართა, საჩივრები ინტერნეტის დაბალ ხარისხს უკავშირდებოდა.

საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ინტერნეტის სერვისს და არ აკონტროლებს სოციალურ ქსელებს. საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ ვებსაიტზე შესვლა და საჭირო ინფორმაციის ატვირთვა და ჩამოტვირთვა.

YouTube ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს დაბლოკა ქართველი პოლიტიკოსების ამსახველი ვიდეოების განთავსების გამო და ინტერნეტი ხელმიუწვდომელი იყო „კავკასუს ონლაინისა“ და „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის. იგივე ვიდეო განთავსებული იყო Vimeo-ს პლატფორმაზე, თუმცა საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ვიდეორგოლი მოიხსნა საიტიდან და პლატფორმა კვლავ ხელმისაწვდომი გახდა.

2015 წლის ნოემბერში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა მცირე ხნით დაბლოკა WordPress-ის პლატფორმა, რათა შეზღუდულიყო იმ ვებგვერდებზე წვდომა და ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი ვიდეორგოლის გავრცელება.

მედია, მრავალფეროვნება და კონტენტით მანიპულაცია

ონლაინმედია საქართველოში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) უკანასკნელი ანგარიშები ცხადყოფს, რომ ინტერნეტმედიის ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენს და კოორდინაციას უწევს ინფორმაციის არაფორმალურ გავრცელებას. ეს ჯგუფები ეფექტურად დომინირებენ ონლაინმედია სივრცეში. წინა წლების მსგავსად, ახლაც ხელისუფლება აფინანსებს ამგვარ მედიებს, ზოგ მათგანს რუსეთთან აქვს კავშირი და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

თავდასხმა და ინტერნეტმომხმარებლების დაშინება

ეს იშვიათად ხდება თუ მხედველობაში არ მივიღებთ ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო შემჩნეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცების საქმეში.

2017 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა 63 %-მა განაცხადა რომ, ინტერნეტს facebook-ის შემოწმების მიზნით იყენებს, ეს პოლიტიკური დისკუსიისთვის ყველაზე ფარდით გამოყენებული პლატფორმაა. 43 % ამბობს, რომ ინტერნეტს ახალი ამბების გაცნობის მიზნით იყენებს, 26 % - ინტერნეტს ინფორმაციის მიღების მეორე წყაროდ.

სოციალური ქსელებს აქტიურად იყენებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა კამპანიის წარმოებისთვის, მათ შორის ეს შეეხებოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, და კამპანიას „ეს შენ გეხება“, რომელიც მიმართული იყო სასამართლო სისტემის რეფორმირებისკენ.

„ბირჟა მაფია“ და „აიისა“

ანგარიშში მოყვანილია ინციდენტი, რომელიც რეპჯგუფის „ბირჟა მაფიის“ კლიპს მოჰყვა. კლიპი YouTube-ზე განთავსდა. ჯგუფის ორი წევრი კი დააკავეს ნარკოტიკების უკანონო ფლობისთვის, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ ისინი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგში კი ბრალი მოუხსნეს. რეპერების დაკავების საფუძვლად აქციების ორგანიზატორები იმ კლიპის შინაარსს ასახელებდნენ, რომელშიც პოლიციელები ჩანდნენ და ძაღლებს განასახიერებდნენ. ვიდეოკლიპი YouTube-დან ჯერ გაქრა, მოგვიანებით კი დაბრუნდა ისე, რომ კლიპში გამოჩენილ პოლიციელებს სახეები დაფარული ჰქონდათ.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისა“ დააჯარიმა 500 ლარით არაეთიკური დიზაინის შეფუთვის გამო. და აუკრძალა ამ შეფუთვით წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფს რელიგიური გრძნობებს ულახავდა შეფუთვა, ამ არგუმენტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხმობდა. პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში.

ანგარიშში მოყვანიალია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებაც. რაც კომპანია „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 153 მილიონ დოლარად შესყიდვას უკავშირდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG