Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილის ქონება და შემოსავლები


2018 წლის დეკლარაციის თანახმად, ფრანგული დაგროვებითი პენსიიდან სალომე ზურაბიშვილის წლიური შემოსავალი 39 847,55 ევროს შეადგენს, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 3 320 ევროს უტოლდება.

სწორედ ფრანგული პენსიის იმედად თქვა სალომე ზურაბიშვილმა უარი საქართველოს პრეზიდენტის 13 000-ლარიან ხელფასზე.

2018 წლის სხვა შემოსავლები:

  • საქართველოს პრეზიდენტობის დროს (16.12.2018-დან 31.12.2018-მდე) - 2 891,42 ლარი;
  • საქართველოს პარლამენტის წევრობის დროს (01.01.2018-დან 16.12.2018-მდე) - 55 128 ლარი;
  • ბინის გაქირავების გზით - 29 000 ევრო.

უძრავ-მოძრავი ქონება:

  • ბინა - საფრანგეთი, პარიზი - 60 კვ.მ.
  • საცხოვრებელი სახლი – საქართველო, თბილისი - 126,33 კვ.მ.
  • მიწის ნაკვეთი – საქართველო, თბილისი - 235 კვ.მ.

2016 წელს შეძენილი აქვს 17 000-დოლარიანი მსუბუქი ავტომანქანა - Hyundai 2012.

თანხები ბანკებში:

  • „Société générale Paris“ - მიმდინარე ანგარიში - 71 072,94 ევრო;
  • “Societe generale Paris” - ანაბარი - 8 394,64 ევრო;
  • „საქართველოს ბანკი“ - ანაბარი - 35 594 დოლარი;
  • „საქართველოს ბანკი“ - მიმდინარე სახელფასო ანგარიში - 9 016,46 ლარი;
  • "საქართველოს ბანკი" - მიმდინარე ანგარიში - 2 811 ევრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG