Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ გუნდი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე


წაიკითხეთ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შეფასებები, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

ნუკრი ქანთარია

"ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება".

​გია ვოლსკი

"პარტია “ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ კარგი ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ცოდნით, განათლებითა და საკითხების მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია".

ირაკლი სესიაშვილი

“მარადიული არის უფალი და სამშობლო“- ამ სიტყვებით დაასრულა ქვეყნის სამსახური და ამ სიტყვებით აგრძელებს ხალხის სამსახურს”

ზაქარია ქუცნაშვილი

"პროცესი, რომ კიდევ უფრო ძველები ბრუნდებიან, მითუმეტეს, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებები „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ერთმანეთში ძველებსაც და ახლებსაც".

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

XS
SM
MD
LG