Accessibility links

„ღამე ერთი წელივით გაიწელა“


ეს ინტერვიუ ცხინვალიდან მიზნად ისახავს საერთო სურათში, რომლის აღდგენას აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ვცდილობთ, ვაჩვენოთ ის მეხსიერება და ნარატივიც, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა გვხვდება, როგორც კედელი; ნარატივი, რომელიც რუსული პროპაგანდის და გამყოფი ხაზის მიღმა არსებული საზოგადოების ჩაკეტილობის შედეგიცაა. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები, ბუნებრივია არ არის დადასტურებული ფაქტები და ისევე, როგორც სხვა ინტერვიუების დროს, ცხადია აქაც არ წარმოადგენს რედაქციის მოსაზრებას. ჩვენ ვენდობით ჩვენს აუდიტორიას და გვინდა, რომ მათ სრული სურათი ვაჩვენოთ: ამბები ომის შესახებ; დევნილების ცხოვრება დღეს; მცოცავი ანექსია და ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. აგვისტოს ომის ციფრული არქივი - სადაც ფაქტებზე დაყრდნობით ომის ქრონოლოგიაა აღდგენილი და რუსეთის აგრესიის მასშტაბია ნაჩვენები.

სრული სურათის ნაწილია ისიც, რომ 10 წლის შემდეგ ცხინვალში მხოლოდ ასეთი ინტერვიუა შესაძლებელი და ჩვენს თანამემამულეებს არ აქვთ საშუალება ჩვენთან უშუალო კონტაქტის; კიდევ ერთხელ: არ ვიზიარებთ ინტერვიუში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. ასევე განვმარტავთ, რომ ინტერვიუში ნახსენები ფაქტები დადასტურებული არ არის.

ინტერვიუ ცხინვალიდან

სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამბებს იხსენებენ. ცხინვალში მცხოვრები მილენა გოგიჩევა ომიდან მეათე წლისთავზე ახლო წარსულში მომხდარ ტრაგიკულ ამბებზე ჰყვება.

„მე არ მჯეროდა, რომ 21-ე საუკენეში შეიძლებოდა ომი მომხდარიყო. მე არ მჯეროდა, რომ ქართველები თავდასხმას გაბედავდნენ. მსგავსს ვერც კი წარმოვიდგენდი“, - ამბობს მილენა გოგიჩევა.

2008 წლის 6 აგვისტოს მილენა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში დაბრუნდა. სახლის დატოვება ორ ბავშვთან ერთად თვის დასაწყისში მოუწია, რადგანაც სამხრეთ ოსეთში დარჩენა საშიში იყო. რვა აგვისტომდე სიტუაცია თითქოს უსაფრთხო ჩანდა და მილენა უკან, სამშობლოში დაბრუნდა.

რვა აგვისტომდე სიმშვიდე იყო. აქამდე ხდებოდა გასროლები და ისროდნენ ქართველები. იყვნენ გარდაცვლილებიც, მაგრამ მე მაინც არ მჯეროდა, რომ ქართველები ქალაქ ცხინვალამდე მივიდოდნენ. ომამდე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ტელევიზიით ვუსმენდი. ჩვენ ყველა ერთად ვუყურებდით ტელევიზორს. სააკაშვილი ამბობდა, რომ ქართველები და ოსები ძმები არიან და რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ჩვენ დავმშვიდდით და დასაძინებლად წავედით, ღამით კი სროლები დაიწყო“, - იხსენებს მილენა.

მილენას სახლი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მდებარეობდა, ქართველები თავს დაესხნენ პრისის მხარეს:

ჩემი ძმა რაღაცამ კედელს მიანარცხა. ჩემი ვაჟი აღარ ლაპარაკობდა. თვეზე მეტი ხმას არ იღებდა. კონტაქტზე არ გამოდიოდა. დუმდა. ცხრა წლის ბავშვს ყველაფერი ესმოდა, ესმოდა, თუ რა ხდებოდა. მე მიყურებდა და მეკითხებოდა: ‘რა იქნება შემდეგ?"

„ქართველებმა არ გადაკვეთეს მდინარე ხიდის მეშვეობით, ხიდი ჩვენგან სამას მეტრში მდებარეობდა. ისინი იდგნენ მდინარის საწინააღმდეგო მხარეს. ალბათ, ეშინოდათ, რომ შესაძლებელი იყო ხიდი დანაღმული ყოფილიყო. მუსიკა ისმოდა და დროშას აფრიალებდნენ. ეს ხდებოდა რვა აგვისტოს ღამით. ჩვენ არ გვქონდა სარდაფი, ამიტომ ვერსად დავიმალებოდით. მაგიდის ქვეშ ვიმალებოდით. დღემდე ევრ ვიხსენებ ამ აფეთქებებს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიწისძვრა იყო. ვფიქრობდი, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი განადგურებულია, არც ქუჩებია, არც სახლები და არც ხალხი. რვა აგვისტოს ჩვენს სახლს ესროლეს. სახურავი აალდა, გაზის მილები აფეთქდა... ეს იყო ჯოჯოხეთი. ვერც ერთი მეგობარი ვერ ვიპოვეთ და დავიწყეთ ყვირილი. მეზობლები, ვინც სახლში დარჩენილიყო, მოვიდნენ და დაგვეხმარნენ, რომ გადავრჩენილიყავით. მათ შეგვიფარეს და შემდეგ კი სხვა ქუჩაზე გავიპარეთ. ქალაქში უსაფრთხო ადგილი არ იყო დარჩენილი. თუმცა ქართველები იმ მხრიდან ჩვენს მხარეს არ გადმოსულან. საქართველოდან აქ ტეკას მხრიდან შემოვიდნენ, იქიდან ისროდნენ, ისროდნენ ვერტმფრენებიდანაც“.

მილენა და მისი ბავშვები - ცხრა წლის ვაჟი და ათი თვის ქალიშვილი -სასწაულებრივად გადარჩნენ, თუმცა ამ ამბებმა დიდი ტრავმა დაუტოვათ:

„ჩემი ძმა რაღაცამ კედელს მიანარცხა. ჩემი ვაჟი აღარ ლაპარაკობდა. თვეზე მეტი ხმას არ იღებდა. კონტაქტზე არ გამოდიოდა. დუმდა. ცხრა წლის ბავშვს ყველაფერი ესმოდა, ესმოდა, თუ რა ხდებოდა. მე მიყურებდა და მეკითხებოდა: ‘რა იქნება შემდეგ?’“

ათ აგვისტომდე მილენა გოგიჩევა ქართულ არტილერიას ემალებოდა.

„ტროტუარზე გასვლაც კი არ შეგვეძლო, ქუჩები იბომბებოდა. იქვე სნაიპერები ისხდნენ. აქაც არ გვქონდა სარდაფი, ამიტომ კუთხეში ვიმალებოდით. მაშინ ჩემი გოგონა 10 თვის იყო და საკვები საერთოდ არ გვქონდა. ცხელოდა, თუმცა სიცხესა და საკვებზე არავინ ფიქრობდა. ყველა იმაზე ფიქრობდა, სად იყვნენ რუსი ჯარისკაცები, რომ მოსულიყვნენ და გადავერჩინეთ. ქართულმა ვერტმფრენებმა ცხინვალი დაბომბეს. ჩვენს, კარლ მარქსის სახელობის, ქუჩაზე, მეზობელი სახლი ააფეთქეს. მეორე აფეთქება პირდაპირ ქუჩაში მოხდა. მთელ ქალაქში იყო ავიაციური ბომბები. რამდენი სახლი განადგურდა! როგორ შეიძლება ამის დავიწყება? როდესაც ქართველი ჯარისკაცები მხეცურად ხვრეტდნენ ოჯახებს მანქანებში, შეიძლება ამის დავიწყება? ჩვენც ვაპირებდით წასვლას. მეზობლებმა გვითხრეს, რომ შეიძლებოდა ქალაქიდან გასვლა ერედვის მხარეს, რომ თითქოს ქართველებმა გააკეთეს კორიდორი, თუმცა ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ეს დეზინფორმაციაა. სხვები კი, ვინც ამ ინფორმაციას დაუჯერა, რა თქმა უნდა, ქუჩაშივე მოკლეს. ჩემთან ერთად ეკლესიაში დადიოდა ერთი ქალბატონი, ნელი. ნელი 2008 წელს ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, ხოლო მეუღლე, ორი ბავშვით, - ცხინვალში. ისინი ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაცხრილეს ისააკ ხარებოვისა და გმირების სახელობის გზაჯვარედინთან. ამას ვინ აპატიებს ან დაივიწყებს? ჩემს ნაცნობს, ტაო ოსტაევს, არდადეგებზე ვაჟი ჩამოუვიდა. ის 19 წლის იყო, სულ ახალგაზრდა. მათი სახლი გმირების სახელობის ქუჩაზე იყო, ოქტომბრის ქუჩის ბოლოს. ქართველები მაგ მხარეს ნიქოზის მხრიდან აღმოჩნდნენ და იქვე პირდაპირ დახვრიტეს. ამისი დავიწყება არ შეიძლება“.

ცხინვალში დაბრუნებისას ჩავუარე დანგრეულ სახლებს და ვერ ვიცანი ჩემი ქალაქი. ეს იყო საშინელება. ახლა კი ცხინვალი შენდება, უკეთესი ხდება და საღამოს გასეირნებაც შეიძლება.

​მილენა იხსენებს, რომ მხოლოდ 10 აგვისტოს შეძლეს სამალავიდან გასვლა, „როდესაც ქალაქი უსაფრთხო გახდა და რუსმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჯეროდა, რომ მოვა რუსული ჯარი და ჩვენ გადაგვარჩენს. კიდევ, აბა, ვისი იმედი უნდა გვქონოდა? ჩვენ, უბრალოდ, გვიკვირდა, სად იყო რუსული ჯარი. ეს ღამეც გავიდა, თითქოს ერთი წელი გასულიყო. წუთები დღეებივით იწელებოდა. როდესაც რუსული ჯარები გამოჩნდნენ, ხალხს სიმშვიდის შეგრძნება დაუბრუნდა, რომ ღამით ძილი შესაძლებელი იყო. ჯავის რაიონში სახლები შენდება და ბავშვებმა ცხინვალში დაბრუნება დაიწყეს. ჩვენ დაგვიბრუნდა მომავლის იმედი. ბავშვებთან ერთად მშვიდად მძინავს და არ მეშინია, რომ ღამით ვინმე სროლას დაიწყებს. ჩვენ ვცხოვრობთ. მე მესამე შვილი მეყოლა, მას ალექსანდრე დავარქვით“.

გათავისუფლებული ცხინვალიდან მილენა ჯავაში გადაიყვანეს. კიდევ ორი დღე ალაგირის ბანაკში გაატარა, იქიდან კი ოჯახი გაგზავნეს აზოვის ზღვის სანატორიუმში, სადაც ბავშვებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.

„ცხინვალში დაბრუნებისას ჩავუარე დანგრეულ სახლებს და ვერ ვიცანი ჩემი ქალაქი. ეს იყო საშინელება. ახლა კი ცხინვალი შენდება, უკეთესი ხდება და საღამოს გასეირნებაც შეიძლება."

ავტორი: ჟანა თარხანოვა, ცხინვალი

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG